Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
მიწისძვრის შემთხვევაში გორის ციხის კედელი მყისიერად ჩამოინგრევა
მიწისძვრის შემთხვევაში, მოსალოდნელია ციხის გალავნის კედლის მყისიერი ჩამონგრევა, თუ დაუყოვნებლივ არ იქნება გამაგრებული გალავნის კედლის საძირკვლის ფუძე.

ამის შესახებ საინჟინრო გეოლოგიურ დასკვნაში წერია, რომელიც ქალაქ გორის მერიის დაკვეთით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ, 2016 წლის ზაფხულში, ჩაატარა.

საექსპერტო დასკვნის მიხედვით, გალავნის კედლის საძირკვლის ფუძე გამოფიტული და ნაწილობრივ ჩამოშლილია.

ექსპერტიზის ბიუროს გორის მერიამ წერილობით 2016 წლის 31 მარტს მიმართა. დასკვნა 2016 წლის 18 ივნისს გამოიცა.

საინჟინრო დასკვნაში ვკითხულობთ:

,,ვიზუალური დათვალიერებით, გორის ციხის ფერდობიდან ქვის ლოდების დაგორებით მოსალოდნელი საფრთხის პრევენციისთვის, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, დროდადრო ფერდობი გასუფთავდეს ეროზირებული და გამოფიტული ლოდებისგან, ხოლო, გარემოს ზემოქმედების გავლენის შესასუსტებლად ფერდობის ზედაპირზე გაშიშვლებული ძირითადი ქანები დაიფაროს მაღალი მარკიანობის და სიმტკიცის მქონე ტორკრეტირებული ბეტონის ფენით.

ვიზუალური დათვალიერებით, გორის ციხის მიმდებარედ სამხრეთის ფერდობზე არ შეინიშნება მეწყრული მოვლენები ფერდობის ზედაპირზე, გარემოს ზემოქმედებით აღინიშნება ძირითადი ქანების, სავარაუდოდ ქვიშაქვების გამოფიტვა, რის გამოც როგორც ფედობზე ასევე სახლებთან აღინიშნება მოწყვეტილი ცალკეული ლოდები.

გორის ციხის ფერდობიდან ქვის ლოდების დაგორების მოსალოდნელი საფრთხის პრევენციისთვის, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, დროდადრო ფერდობი გასუფთავდეს ეროზირებული და გამოფიტული ლოდებისგან, ხოლო გარემოს ზემოქმედების გავლენის შესასუსტებლად ფერდობის ზედაპირზე გაშიშვლებული ძირითადი ქანები დაიფაროს მაღალი მარკიანობის და სიმტკიცის მქონე ტორკრეტირებული ბეტონის ფენით." (ციტატის დასასრული)

აღნიშნული დასკვნის მომზადებას საფუძვლად წინ, გორში, კასტელის ქუჩაზე მცხოვრებთა კოლექტიური განცხადება უძღოდა.

კასტელისს ქუჩა  გორის ციხის სამხრეთ ფერდობზე მდებარეობს. კოლექტიურ წერილში განმცხადებლები გამოხატავენ შეშფოთებას იმ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, რომელიც შეიძლება გამოწვეული იქნეს გორის ციხის ფერდობიდან ქვის ლოდების დაგორებით.

ჯერ კიდევ, 1981 წელს, ნუგზარ პავლიაშვილის საცხოვრებელ სახლს დაგორებული ლოდი დაეცა.

,,ეს დღისით მოხდა და გადავრჩით. ამჟამად, ამ ოთახებს საძინებლად აღარ ვიყენებთ" - ამბობს ნუგზარ პავლიაშვილი.

2016 წლის ზაფხულში, პარალელურად, გორის ციხის მდგომარეობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თანამშრომლებმა შეისწავლეს.

მათაც დასკვნა წერილობით დადეს.

სააგენტოს დასკვნაში ვკითხულობთ:

,,ალპინისტებისა და გეოლოგებისგან შემდგარმა ჯგუფმა უნდა შეისწავლოს მთელი ფერდობის მდგომარეობა ცალკეული სახიფათო ლოდების გამოვლენით და ნაპრალების დაფიქსირებით. დიდი სიფრთხილით მოიხსნას მდგრადობადაკარგული მცირე ზომის ცალკეული ქვები. დამუშავდეს გამოვლენილი დიდი ზომის ლოდების სტაბილურობის უზრუნველყოფის ღონისძიებები (ანაკერება, ცემენტაცია, საყრდენის გამაგრება და ა.შ.)" (ციტატის დასასრული)

2016 წლის 11 ნოემბერს გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს მისწერა, რომ მათ მიერ შერჩეულ და მოძიებულ სპეციალისტებთან, მერია, ხელშეკრულების გასაფორმებლად მზადაა და, ასევე, მზადაა სამუშაოების დასაფინანსებლად.

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.