Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ქვახვრელში ჩავარდნილი პროექტის გამო კომპანია 56 ათასი ლარით დაჯარიმდება
ქვახვრელის სასმელი წყლის რეაბილიტაციის მასშტაბურ პროექტთან დაკავშირებით ხელშეკრულების  ვადა, საბოლოოდ, 2017 წლის 21 თებერვალს ამოიწურა.

ამის გამო, კომპანია ,,არქიკულტურას" პიგასამტეხელოს სახით, ჯამურად, 56 ათასი ლარი დაეკისრება.

საბოლოო გადაწყვეტილებას, გამგეობის იურიდიული სამსახური ერთ კვირაში მიიღებს. 

ადგილობრივი თემის დეპუტატის განცხადებით, სოფელმა  56 ათას ლარზე მეტი ღირებულების ზიანი მიიღო.

კერძოდ, გზებზე  ორმოები გასასწორებელი; შემკრები ჭები - მისაერთებელი;  მილები კი, თავღია დარჩა. ქვეწარმავლებისგან და ფრინველებისგან დაცვის მიზნით მილებზე გადაფარებული პოლიეთილენის პარკები, ზამთრის ნალექის შედეგად, დაზიანდა.

გადათხრილი გზების გამო ყველა უბანში გადაადგილება უხვი ნალექის პერიოდში გაძნელებულია, როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ასევე, მანქანებისთვის.

იმ ადგილებზე, სადაც, ვიზუალურად მიწაა მიყრილი, ნალექის შემდეგ ნიადაგმა დაიწია. ამის გამო, რამდენიმე მანქანა თხრილში  ჩავარდა.

20 იანვრიდან 21 თებერვლამდე კომპანია ,,არქიკულტურას", ყოველდღიურად, 1750 ლარი პირგასამტეხელოს სახით ეკისრება. ჯამში, დაახლოებით 56 ათასი ლარია.

თავდაპირველად ხელშეკრულების ვადა 2016 წლის 24 ივნისიდან 2016 წლის 24 დეკემბრამდე იყო განსაზღვრული. სამუშაოები კომპანია ,,არქიკულტურას" ხელშეკრულების დადებიდან 180 დღეში უნდა მიეწოდებინა.

2016 წლის 20 დეკემბერს ,,არქიკულტურას" დირექტორმა გამგეობას მისწერა, რომ სამუშაოების დასრულებას ვერ ახერხებდა. ამიტომ, ვადა ორი თვით 21 თებერვლამდე გაუგრძელეს, თუმცა, შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტები 20 იანვარს უნდა მიეწოდებინა.

ეს ფაქტი შიდა ქართლის მაშინდელმა გუბერნატორმა იოსებ ოქრომელიძემ გააპროტესტა, რასაც გამგებლის აგრესია მოჰყვა.

ხელშეკრულების მეშვიდე პუნქტში წერია, რომ კომპანიას, მიწოდების ვადის დარღვევის გამო, ყოველდღიურად პირგასამტეხელო პროექტის საერთო ღირებულების 0,2% ყოვედლღიურად დაერიცხებოდა.

იურიდიული სამსახურის უფროსი რეზო გოგიაშვილი ამბობს, რომ ყოველდღიური პირგასამტეხელო სამუშაობის მიწოდების დღიდან (20 იანვრიდან) ხელშეკრულების საბოლოო ვადის (21 თებერვალი) ამოწურვამდე ითვლება.

,,პირგასამტეხელო დაეკისრება სამუშაოს მიწოდების ვადიდან ხელშეკრულების ვადამდე - ანუ 20 იანვრიდან 21 თებერვლამდე" - აცხადებენ პრეს-სამსახურში. 

რა ეშველება ღიად დარჩენილ გზებს? გამგეობაში აცხადებენ, რომ კომისია არსებულ მდგომარეობას ადგილზე შეისწავლიან.

,,ვნახავთ, თუ რა რაოდენობის სამუშაოებია შესრულებული, რა არის დარჩენილი და ამის მიხედვით ახალ ტენდერს გამოვაცხადებთ" - აცხადებს გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზვიად ანესაშვილი.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.