Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
თავდაცვის სამინისტროში წვევამდელთა მოტივირებისთვის კლიპი მზადდება
თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის წარმომადგენლებმა, სამხედრო სავალდებულო სამსახურში წვევამდელთა მობილიზაციის მიზნით, კომპანია ,,სვიჩ ქომუნიქეიშენს" კლიპის დამზადება შეუკვეთეს.

კლიპის გაკეთება 40 000 ლარი დაუჯდება და ის მინიმუმ 10 აპრილს, მაქსიმუმ კი, 20 აპრილს უნდა იყოს მზად.

კლიპის იდეა საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლებს: ნინო თოლორდავას და თამარ გორთამაშვილს ეკუთვნის.

მისი მიზანია, ჯარისკაცის, როგორც ღირსეული და საამაყო მოსამსახურის პოზიტიური იმიჯის პოზიციონირება.


საგაზაფხულო გაწვევა 15 აპრილს უნდა დასრულდეს. ამჟამად, გეგმით გათვალისწნებული 1400 წვევავმდელის ნაცვლად, გაწვეულია 857 მამაკაცი.

,,კონტიგენტის სიმცირემ, განაპირობა სარეკლამო კამპანიის დაუყოვნებლივი გაძლიერება და დადგა სარეკლამო კლიპის გადაღების აუცილებლობა" - წერენ ისინი თავდაცვის მინისტრის მოადგილეს გიორგი ბუთხუზს.

თავდაცვის მინისტრმა სავალდებულო სამსახური 2017 წლის 3 თებერვალს აღადგინა.

,,ვინაიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა დროებით იყო შეჩერებული და ის აღდგა საქართველოს თავდაცვის მინისტრის დადგენილებით, საჭიროა მოხდეს განახლებული სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენასთან დაკავშირებული სიახლის სწორი და დაუყოვნებლივი კომუნიკაცია საზოგადოებაში." - აღნიშნულია წერილებში, რომელიც შესყიდვების სააგენტომ გამოაქვეყნა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 თებერვლის 111 ბრძანების შესაბამისად სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო 2017 წლის 13 თებერვალს და გაგრძელდება 2017 წლის 15 აპრილამდე.

ეს ბრძანება ჯამში1400-მდე წვევამდელის მიღებას გულისხმობს. 2017 წლის 21 მარტის მდგომარეობით მიღებულია 817 წვევამდელი.

,,ეს კი ცხადყოფს წვევამდელთა მიღების დინამიკას, რაც მხოლოდ მიღების დაწყების შემდეგ გამოიკვეთა და საჭირობს დამატებით სარეკლამო კამპანიას." - აღნიშნულია წერილში.

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა 2016 წლის 27 ივნისს განაცხადა, რომ ჯარში სამსახური საკუთარი სურვილით იქნება შესაძლებელი:

"საქართველოს შეირაღებულ ძალებს, ძალით მოყვანილი სამხედროები არ სჭირდება".


სამხედრო-სვალდებულო სამსახურში გაწვევას 18-27 წლამდე ასაკის მოქალაქეები ექვემდებარებიან. სავალდებულო სამსახური 15 თვის განმავლობაში გრძელდება.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.