Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
მშენებარე ხიდმა კასპის რაიონის საბავშვო ბაღებში პურის მიწოდება შეაფერხა
კასპის მუნიციპალიტეტის საბავშვო
ბაღებში ადგილობრივი კომპანია ,,ქართული პური" პურის და ფუნთუშას
მიწოდებას წყვეტს.
ამის მიზეზად, კომპანიის დირექტორი ზაქარია ნონიაშვილი სოფელ კავთისხევთან გადაკეტილ ხიდს და ტრანსპორტით შემოვლითი გზით მოძრაობას ასახელებს.
რაიონის 26-ვე საბავშვო ბაღს, პირველი აპრილიდან, პურსა და ფუნთუშეულს ახალი ბიზნესოპერატორი, ადგილობრივი ინდმეწარმე ,,შოთა მერებაშვილი" მიაწვდის.
ოღონდ, ამჯერად, ტენდერის გარეშე.
ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი მანანა ხვთისიაშვილი აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, სკოლამდელი დაწესებულებები საჭირო საკვების გარეშე დარჩებოდნენ.
პურის ,,ბაზრის" გადანაწილების ამბავი 2017 წლის 15 მარტიდან დაიწყო.
,,ქართული პურის" ხელმძღვანელმა ზაქარია ნონიაშვილმა გამგეობას მისწერა, რომ ხარჯები გაიზარდა.
,,კერძოდ, მოგეხსენებათ, სოფელ კავთისხევთან ხიდი კეთდება და რამდენიმე სოფლებთან მისასვლელი გზის მანძილი გაიზარდა. შესაბამისად, გაიზარდა საწვავის ხარჯი. გარდა ამისა, თუკი, წლის დასაწყისიში, ერთი ტომარა ფქვილის ფასი 37 ლარიც იყო, ახლა 42 ლარი გახდა. ამის გამო, მივწერეთ გაერთიანებას, რომ ხელშეკრულებაში ცვლილებები შესულიყო" - გვითხრა ,,ქართული პურის" ხელმძღვანელმა ზაქარია ნონიაშვილმა.
2017 წლის 28 მარტს ბაღების გაერთიანების ინსპექტირების ჯგუფმა მოიარა პურის მაღაზიები და ე.წ. კვლევის მიხედვით, დაადგინა, რომ კასპში პურის ფასი არ მომატებულა.
,,ჩვენ დავადგინეთ, რომ პურის ფასი არ გაზრილდა. ხოლო შესყიდვების სამსახურთან კონსულტაციის შემდეგ, მივედით იმ დასკვნამდე, რომ ახალ მომწოდებელთან დაგვედო ხელშეკრულება" - აცხადებს ბაღების გაერთიანების დირექტორი.
ზაქარია ნონიაშვილმა გვითხრა, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის არ უცნობებიათ. მიუხედავად ამისა, მზადაა ჯარიმაზე წავიდეს.
მასთან დადებული ხელშეკრულების ღირებულება წლის განმავლობაში 33 697 ლარი იყო, რომელიც ტენდერის საფუძველზე 2017 წლის 6 იანვარს დაიდო.
დაუძლეველი ძალის გამო, ის დარჩენილი აუთვისებელი თანხის 3%-ით დაჯარიმდება, რაც დაახლოებით 800 ლარი იქნება.
,,რა თქმა უნდა, მიღირს ჯარიმის გადახდა და ხელშეკრულების შეწყვეტა. არის ისეთი სოფლები, სადაც მხოლოდ 3 პური მიგვქონდა, მაგალითად, სოფელ ეზატში." - აცხადებს ,,ქართული პურის" ხელმძღვანელი ზაქარია ნონიაშვილი.
რაც შეეხება ახალ მიმწოდებელს, ,,შოთა მერებაშვილს", მასთან დადებული ხელშეკრულების ვადა ორი თვეა. ჯამში 4 410 ლარი. ისიც კასპში მცხოვრები მეწარმეა.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |