Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი ხურვალეთში ჩავიდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია.

იგი გაესაუბრა ადგილობრივ მკვიდრს დავით ვანიშვილს, მიიღო ინფორმაცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან მავთულხლართების გავლების პროცესისა და ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს შექმნილი ვითარების შესახებ.

პავლო კლიმკინის განცხადებით , უკრაინას და საქართველოს აქვს საერთო გამოწვევები და ღირებულებები, ისეთი, როგორიც არის ევროინტეგრაცია, მათი საერთო პრობლემა კი რუსეთია და ერთად უნდა იბრძოლონ ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

„ამ ყველაფრის ადგილზე ნახვა ძალიან მძიმე განცდაა. მაქვს იგივე ემოცია, რაც მქონდა დონბასში ჩასვლისას, გამყოფ ხაზთან რომ ვიმყოფებოდი. რადგან დონბასიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. სიმბოლურია, რომ სადაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებია, არის მავთულხლართები. ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები. სამწუხაროდ, უკრაინაში, ყოველ დღე ისვრიან, იღუპება ხალხი, ჩვენი გმირები. მე მინდა ღრმა მწუხარება და განსაკუთრებული პატივისცემა, სოლიდარობა გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც იბრძოდა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკა, ეს სრულიად შეუფასებელია და ადამიანის გრძნობებს ეხება. ეს ეხება იმას, როგორი იქნება დემოკრატიული და ევროპული საქართველო. ჩვენ ზუსტად ისეთივე ღირებულებები, მიზნები და მისწრაფებები გვაქვს, ევროპული ინტეგრაცია და ევროპული და ტრანსატლანტიკური ოჯახის წევრობა. მაგრამ ჩვენ მსგავსი გამოწვევები და საფრთხეებიც გვაქვს და ამისთვის ერთად უნდა ვიბრძოლოთ. ჩემთვის ძალიან ემოციური იყო ამ ბატონისთვის ხელის ჩამორთმევა. ვიგრძენი, რომ პირველად შევეხე რუსული ოკუპაციის რეჟიმსა და ამ რეჟიმის ტყვეს, რომელიც ასე მტკივნეულად იტანჯება. ჩემი ვიზიტი და ორ ქვეყანას შორის არსებული ყველა კონტაქტები არ ეხება მხოლოდ პოლიტიკასა და ეკონომიკას, ეს არის ჩვენი მეგობრობა, ჩვენი ხალხი. ჩვენ ერთად ვიბრძვით და ასე უნდა გავაგრძელოთ" - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა .

ვიზიტის ფარგლებში უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პატივი მიაგო და გვირგვინით შეამკო საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.