Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
სპორტის სამინისტრო რეგიონებში ,,საქართველოს მოხალისეებს" ეძებს
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, ქ. თბილისიდან და საქართველოს 10 რეგიონის 64 მუნიციპალიტეტიდან 16-დან 25 წლამდე მოხალისეების შერჩევის მიზნით, კონკურსი გამოაცხადა.

განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 20 აპრილიდან დაიწყო და 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

სამინისტროს პრე-სამსახურის ცნობით, თითო მუნიციპალიტეტიდან 2 მოხალისე შეირჩევა.

კონკურსის პირველ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა ახალგაზრდებმა, მიმდინარე წლის 20 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით რეგიონების მიხედვით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა ვებგვერდზე http://youth.gov.ge/home კონკურსის მეორე ეტაპზე გადავლენ სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები.

კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება. შერჩევაში მონაწილეობას მიიღებენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, სამინისტროს მიერ შერჩეული საკორდინაციო რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციები, თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება, მუნიციპალიტეტებში ახალაგზრდობაზე პასუხისმგებელ პირებთან ერთად, რის შედეგადაც თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლინდება 2 გამარჯვებული.

შერჩევისას გათვალისწინებული იქნება შემდეგი ფაქტორები: ასაკი 16 დან - 25 წლამდე; მოტივაცია და კომუნიკაბელურობა; გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები საზოგადოებრივი და სამოქალაქო აქტიურობა.

ტრენინგ-სემინარის დასრულებისას თითოეულ მოხალისეს წლის ბოლომდე მიენიჭება „საქართველოს მოხალისის" სტატუსი.

პროგრამის ფარგლებში შერჩეული მოხალისეები 2017 წლის ბოლომდე საკუთარი თავისუფალი დროის, ცოდნისა და უნარების გამოყენებით, თავიანთ წვლილს შეიტანენ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებაში და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საჭიროებიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე ქ. თბილისში და რეგიონებში განახორციელებენ ისეთ ინიციატივებს როგორიცაა: მოხალისეთა კლუბის შექმნა, გარემოსდაცვითი ღონისძიებები, საქველმოქმედო საქმიანობა - სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანების დახმარება, ფილმების ჩვენება, უცხო ენების კურსების გამართვა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია (სპორტული შეჯიბრებები, მარათონები), შშმ ბავშვების ინტეგრაცია, ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა, კულტურულ - შემოქმედებითი საღამოების გამართვა, ცნობილ ადამიანებთან შეხვედრები და სხვა.

პროგრამაში მონაწილე მოხალისეებს საშუალება ექნებათ: გაიარონ 5 დღიანი ტრენინგ-სემინარი; მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს ეგიდით გამართულ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში; ჩაერთონ საერთაშორისო მოხალისეობრივ პროექტებში (European Voluntary Service); გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო მოხალისეები.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია პროექტის კოორდინატორთან - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის ახალგაზრდული პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ანა ხაბარელი ტელ:+599428244; E-mail: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

მოხალისეობის განვითარების პროგრამის - "საქართველოს მოხალისეს" ფარგლებში, რომლის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება საქართველოს მასშტაბით, მოხალისეობის გზით ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდა, საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია, მოხალისეთა მიერ გაწეული შრომის წახალისება.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.