Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
დაშავებული ძაღლი ვლადიკავკაზიდან თბილისის თავშესაფარში სამკურნალოდ ვერ გადაჰყავთ
საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლებმა, ვლადიკავკაზიდან ცხინვალის გავლით, ძაღლის მიღებაზე უარი თქვეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ცხოველთა დამცველი ირმა მთიულიშვილი ესაუბრა.

მისი თქმით, ვირუსის გადმოტანის შიშით, პოლიციელებმა დაშავებული ცხოველის გადმოცემა არ ისურვეს.

კიდურებდამტვრეულ ძაღლს სასწრაფო ოპერაცია ჭირდება, რომლის სამკურნალოდ, თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფრის წარმომადგენლები მზად არიან.

საქმე იმაშია, რომ  ვლადიკავკაზელმა ერთ-ერთმა მოქალაქემ ნაავარიები ძაღლი შეიფარა. დაშავებული ცხოველი მის სამსახურთან აღმოჩნდა. ქალბატონს, რომელსაც ახლობლები თბილისში ჰყავს, გადაწყვიტა მისი გაგზავნა თბილისის ძაღლთა თავშესაფარში.

როგორც ირკვევა, ვლადიკავკაზში და ცხინვალში ძაღლთა თავშესაფრები არაა, არც ცხოველების სამკურნალო დაწესებულებია. პირიქით, მიუსაფარ ძაღლებს ხოცავენ.

,,შემფარებლები ჩვენი თავშესაფრის მეპატრონეს ვლადიკავკაზიდან დაუკავშირდნენ და დახმარება სთხოვეს. რა თქმა უნდა, ბატონი თამაზი დათანხმდა ძაღლის მიღებასა და გადარჩენაზე, თუმცა პრობლემა ძაღლის საზღვარზე გადმოყვანაა. თუ ეს დაბრკოლება გადავლახეთ, აუცილებლად გადავარჩენთ ამ ნაავარიებ ძაღლს." - აცხადებენ თავშესაფარში.

ცხოველთა დაცვისა და რეაბილიტაციის ცენტრის წარმომადგენელი ირმა მთიულიშვილი ამბობს, რომ მოქალაქე, ცხინვალის გავლით, გამყოფ ხაზთან ძაღლის გამოგზავნას აპირებდა, თუმცა, ბოლო მომენტში ეს მოლაპარაკება ჩაიშალა. საქმის კურსში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და წითელი ჯვრის საზოგადოებაც ჩააყენეს.

ამ ეტაპზე, გამოსავალი ლარსის გამშვებ პუნქტზე მისი გატარებაა, რომელსაც ბიუროკრატიული საქმის წარმოება, დოკუმენტების შედგენა და დრო ჭირდება. დაშავებულ ძაღლის კიდურები კი, დროს, სავარაუდოდ, ვერ გაუძლებს. 

იხ. ვიდეო
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.