Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
სოფელ გომში ახალი ხეხილის ბაღი გააშენეს
შიდა ქართლის რეგიონში, ხაშურის რაიონში კოოპერატივმა „სურამი-2017“ „დანერგე მომავალის“ პროექტი სფარგლებში ახალი ხეხილის ბაღი გააშენა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „დანერგე მომავალის“ პროექტის მენეჯერმა ლევან დოლიძემ, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ოქრომელიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შიდა ქართლში, ხაშურის რაიონის სოფელ გომში პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის, კოოპერატივი „სურამი-2017“ -ის ბაღი მოინახულეს.

„სურამი-2017“ პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო და 2 ჰექტარზე კენროვანი კულტურა (მაყვალი/ჟოლო), ხოლო 5 ჰექტარზე ვაშლის ბაღი გააშენა, რისთვისაც 61 075 ლარის ოდენობის თანადაფინანსება მიიღო, აქედან სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 12 250 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, ხოლო 48 825 ლარი ნერგებზე.

„დანერგე მომავლის“ პროექტის დაწყებიდან 2017 წლის მარტის ბოლოს მონაცემებით, შიდა ქართლის რეგიონში სულ 1065ჰა მიწის ფართობზე გაშენდა მრავალწლიანი კულტურის სხვადასხვა ხეხილის ბაღები, ხოლო გაცემულმა დაფინანსებამ შეადგინა 6865242 ლარი.

ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გაშენებული ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 3 343 ჰექტარს, ხოლო დაფინანსების მოცულობა 16368274 მილიონ ლარს.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.