Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ბულგაკოვის ,,ძაღლის გულის" პრემიერა გორის თეატრის სცენაზე
რეჟისორმა ნანა შოთაძემ მიხაილ ბულგაკოვის ნაწარმოების მიხედვით გორის თეატრის სცენაზე ,,ძაღლის გული" დადგა.

მასშტაბურ სპექტაკლში თეატრის თითქმის მთელი დასი მონაწილეობს. სხვადასხვა როლებში თბილისიდან მიწვეული არტისტებიც ჩართეს.

პრემიერა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, გაიმართა.

მიხაილ ბულგაკოვმა „ძაღლის გული“ 1925 წელს დაწერა, თუმცა საბჭოთა კავშირში ოფიციალურად 1987 წლამდე არ გამოქვეყნებულა.

წიგნის ანოტაციის მიხედვით, საბჭოთა კავშირში მიიჩნეოდა, რომ ნაწარმოები პოლიტიკურ სატირას წარმოადგენდა, ხოლო მისი პერსონაჟების პროტოტიპებად მოიაზრებოდნენ სტალინი (შარიკოვ-ჩუგუნკინი - ორივეს მეორე გვარი რკინიდან მომდინარეობს), ლენინი (პროფესორი პრეობრაჟენსკი - რომელმაც შეცვალა ქვეყანა - რუს. преобразить), ტროცკი (ნამდვილი გვარი ბრონშტეინი - პროფესორის ასისტენტი დოქტორი ბორმენტალი, რომელიც მუდმივ კონფლიქტშია შარიკოვთან), ზინოვიევი (ასისტენტი ზინა) და ა.შ.

პროფესორი პრეობრაჟენსკი ატარებს უპრეცენდენტო ექსპერიმენტს - ძაღლს უნერგავს ადამიანის ორგანოებს. საბოლოოდ, პროფესორს ოპერაციის შედეგები სანანებელი გაუხდება.

მოსკოვი, 1924 წლის დეკემბერი. გამოჩენილი ქირურგი ფილიპე პრეობრაჟენსკი გაახალგაზრდავების სფეროში ექსპერიმენტებით წარმატებულია. საცდელი ცხოველის სახით მან უპატრონო ძაღლი შარიკი შეარჩია. შედეგად შარიკი ადამიანის ფიზიკურ ფორმებს და გარეგნობას იძენს. მაგრამ იგი იქცევა ლოთად და იქცევა უკმეხად - ვინაიდან ასეთი იყო ორგანოების დონორი კლიმ ჩუგუნკინი.

შარიკის ამბავი სამედიცინო წრეებში ვრცელდება, მოგვიანებით ბულვარულ პრესაშიც. პროფესორით აღტაცებულია მრავალი კოლეგა, შარიკს უჩვენებენ სამედიცინო ლექტორიაში, პროფესორის სახლთან დაინტერესებულები იკრიბებიან. ამასობაში შარიკი მოექცევა კომუნისტი აქტივისტ შვონდერის გავლენის ქვეშ, რომელიც მას შთააგონებს, რომ იგი პროლეტარია, რომელიც ბურჟუაზიის (პრეობრაჟენსკის და ასისტენტ ბორმენტალის სახით) წნეხის ქვეშ იმყოფება. იგი შარიკს განაწყობს პროფესორის წინააღმდეგ.

შარიკი კარიერაში დიდ წარმატებას აღწევს და სამსახურის უფროსად ინიშნება.

შვონდერის გავლენით, კომუნისტური ლიტერატურით შთაგონებული, შარიკი იწყებს პროფესორთან უკმეხ, შინ მოურიდებელ ქცევას და მოსამსახურე ქალზე გადაკიდებას. ბოლოს, იგი პროფესორსა და ექიმ ბორმენტალს დაასმენს. ბორმენტალი მას უბრძანებს, დატოვოს ბინა, თუმცა შარიკი მას ემუქრება რევოლვერით.

მისი განიარაღების შემდეგ პრეობრაჟენსკი ატარებს უკუოპერაციას და ადამიან-შარიკს უნერგავს ძაღლის ჰიპოფიზს, რის შემდეგაც უკანასკნელი კარგავს ადამიანის გარეგნობა და ფორმებს და კვლავ ძაღლად იქცევა.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.