Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
გორში ,,მწიგნობარი" და ,,ბიბლიოთეკა" ცალ-ცალკე იარსებებს
ქალაქ გორის მერია ააიპ ,,ცენტრალურ ბიბლიოთეკას" რეორგანიზაციის გარეშე ტოვებს.

ამის შესახებ თანხმობას ქალაქის საკრებულოგან 7 ივლისს სხდომაზე ელოდება.

საქმე იმაშია, რომ 15 მაისს, ,,ცენტრალური ბიბლიოთეკა" ჯერ მწერალთა სახლისა და საჯარო ბიბლიოთეკის შეერთების შედეგად, ჩამოაყალიბეს, ერთ თვის შემდეგ, გადაწვეტილება შეცვალეს და ,,ცენტრალურ ბიბლიოთეკიდან" მწერალთა სახლის გამოყოფა ისევ დააპირეს.

,,მწერალთა სახლი" ცალკე ,,აიპად" (არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი) ,,მწიგნობარის" სახელით ჩამოყალიბდება.

,,ცენტრალურ ბიბლიოთეკას დარჩება, მხოლოდ, ბიბლიოთეკის ფუნქცია, ფუნქციების ნაწილი კი, რაც მწერალთა სახლს ჰქონდა, გადავა ,,მწიგნობარზე“ მას შემდეგ, როდესაც ის შეიქმნება. ამავე დროს მას ახალი ფუნქციები დაემატება, რომელიც აქამდე არ ჰქონია. შესაბამისად, მივიღებთ უფრო მეტ პროდუქტს იგივე ადმინისტრაციული ხარჯის მეშვეობით“ - განაცხადა მერიის იურისტმა გიორგი ბატონისაშვილმა.

ფაქტობრივად, საჯარო ბიბლიოთეკას საშტატო ნუსხის ცვლილება და ფინანსური რესურსების სხვაგგვარად გადანაწილება არ ემუქრება. დირექტორად, კვლავ, ნანა აბრამიძე დარჩება.

რატომ არ ეხება რეორგანიზაცია ბიბლიოთეკას, ამის შესახებ, მერიაში განმარტებას არ აკეთებენ.

მიმდინარე წლის მარტიდან გორის მერმა საჯაროდ გამოაცხადა, რომ მოხდება დუბლირებული აიპიების შერწყმა, რერგანიზაცია და თანამშრომლები საკადრო ცვლილებებისთვის მზადყოფნაში მოიყვანა.

ა(ა)იპ ,,ცენტრალურ ბიბლიოთეკას" საჯარო ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი ნანა აბრამიძე უხელმძღვანელებს.

ხოლო ა(ა)იპ ,,მწიგნობარს“ მარინა ჯალიაშვილი, რომელიც ერთი თვეა ,,ბიბლიოთეკისა და მწერალთა სახლის გაერთიანებას" ხელმძღვანელობს.

ნანა აბრამიძე მიიჩნევს, რომ გორს ცალკე უნდა ჰქონდეს ბიბლიოთეკა და მასთან მწერალთა სახლის შეერთება დატვირთვიდან გამომდინარე თავიდანვე არასწორი იყო.

მარინა ჯალიაშვილი კი ამბობს, მსგავსი საკითხები საკრებულოს გადასაწყვეტია.

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.