Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
,,ნატახტარი-ლეხურას" გაზსადენის ადგილას ანტიკური ხანის კერამიკა იპოვეს
„ნატახტარი-ლეხურას” მონაკვეთზე ახალი გაზსადენი გაკეთდება. პროექტის შესახებ კასპის მუნიციპალიტეტში საჯარო განხილვა მოეწყო.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ,,გაზისა და ნავთობის კომპანიის" თანამშრომლებმა და პროექტის ავტორებმა გარემოზე ზემოქმედების ანგარიში წარუდგინეს.

როგორც ირკვევა, ახალი გაზსადენი 32 კმ მანძილზე, კერძო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 618 მიწის ნაკვეთზე გაივლის. ტრასა დაიწყება „საგურამო-ქუთაისის“ მაგისტრალური გაზსადენის 2,6 კმ-ზე განლაგებულ საონკანო კვანძიდან.

პროექტის მიხედვით, მილები განთავსდება მდინარეების არაგვისა და ქსანის შუა მდებარე ვაკეზე, რომელიც სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად არის გამოყენებული.

გაზსადენის ტრასით გადაიკვეთება მდ. ნარეკვავი და რამდენიმე სარწყავი არხი. 

მიწის მესაკუთრეებსა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის მიმდინარეობს სერვიტუტის ხელშეკრულებების გაფორმება, რის საფუძველზეც მოხდება საპროექტო სამუშაოების შედეგად, მიყენებული ზიანის სრული და სამართლიანი ანაზღაურება. საკომპენსაციო თანხის ოდენობას განსაზღვრავს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო.

მიმდებარე ტერიტორია გადატვირთულია ისტორიული სოფლებითა (სოფლები: ნატახტარი, წილკანი, ძალისა, მუხრანი, ოკამი, იგოეთი, სამთავისი და ა.შ.) და იქვე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლებით.

,,ამ თვალსაზრისით, საკვლევი ტერიტორია საკმაოდ კარგადაა შერჩეული - აცილებულია ადრე აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისგან. დერეფანში მხოლოდ ორ ადგილას დაფიქსირდა არქეოლოგიური არტეფაქტები" - აღნიშნეს სპეციალისტებმა.

კერძოდ, გაზსადენის მე-12 კილომეტრთან, სოფელ მუხრანისა და ძალისას საზღვართან, ნახნავ ველზე აღმოჩნდა ანტიკური ხანის კერამიკულ ჭურჭელთა ფრაგმენტები აღმოჩნდა.

გაზსადენის 26-ე კილომეტრთან, თეზამ-ოკამის არხის სამხრეთით ფერდზე ანტიკური ხანის კერამიკა (კრამიტის, ქვევრისა და თიხის ჭურჭლეულის ნატეხები) იპოვეს.

,,ისინი, ძირითადად მიმობნეულია ბაქო-სუფსისა და მოქმედი გაზსადენის თავსა და მის მიმდებარე ფართობზე. ორივე შემთხვევაში უძრავი კულტურული ფენა არ დადასტურდა." - წერია ანგარიშში.


Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.