Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ხნულით შემოვლებული სოფელი კნოლევი (VIDEO)
ციალა დონაძე მთელი დღეა დაკარგულ ორ ხბოს გამოჩენას ელოდება. წინა დღით ისინი საძოვრებიდან არ დაბრუნებულან. კნოლეველები საქონელი გამყოფი ხაზის სიახლოვეს აძოვებენ.

,,გარშემო რასაც ხედავთ მწვანედ, ეგაა ჩვენი საძოვრები. რაღა დაგვრჩა, იძულებულები ვართ ოსების ნაკვეთთან მივიყვანოთ და იქ ვაჭამოთ ძროხას, გვეშინია წაყვანის, მაგრამ სხვა რა გზაა" - ამბობს ციალა დონაძე.

ადგილობრივი მკვიდრი გიორგი გელაშვილი ამბობს, რომ, ამჟამად, სოფლის ტერიტორიას ის ადგილი დაუტოვეს, რაც გამყოფი ხაზის გამოღმა ჩანს. მწვანე ბანერებს შორის მანძილი რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედროებმა ტრაქტორით მონიშნეს და ხნული გააკეთეს.

,,ხნული ერთი კვირის წინ გააკეთეს. ჩამოიარა ტრაქტორმა და ჩახაზეს. გადახვალ და დაგიჭერენ. სულ რაღა დაგვრჩა საძოვარი" - ამბობს გიორგი გელაშვილი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა სოფლის განაპირას არსებული ხნული ადგილზე ნახა. ხნულამდე დაახლოებით 50 მ მანძილზე ცელით ბალახია გათიბული. კნოლეველებმა გვითხრეს, რომ ეს სამხედროებმა სპეციალურად მონიშნეს.

,,აქამდე არ გადმოსწიონ ეგ ბანერი, გვეშინია" - ამბობს ადგილობრივი მკვიდრი.

კნოლევი ბოლო სოფელია ქარელის რაიონში, რომელიც ოქონას ესაზღვრება. ოქონა ქართველებით დასახლებული სოფელი იყო, თუმცა, კნოლევებელი ამბობენ, რომ იქ აღარავინ ცხოვრობს. მწვანე ბანერის ზევით კი, ხაბელაანთ უბანია. ამ უბანში აღარც ერთი სახლი დგას. მასაც დე-ფაქტო მთავრობა აკონტროლებს.

კნოლევამდე მდინარე ფრონეს ხეობაში ცერონისი და ავლებია. კნოლევიდან დაწყებული ხნული ამ ორი სოფლის სიახლოვეს გადის. მთავრდება ოსურ სოფელ იონჩამდე. 2017 წლის აპრილში, ახალმა დე-ფაქქტო პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იონჩასთანაც ბანერები დაიდგმება.

ერგნეთის 79-ე შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხნულების გაკეთების ფაქტი გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ასეთი გამყოფი ხაზები უკანონოა, რადგან ადამიანებს გადაადგილების უფლებას ართმევს.





Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.