Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
იუსტიციის სახლებში თიბისი ბანკის პოსტერმინალები განთავსდა
იუსტიციის სახლში მოსულ მოქალაქეებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისების საფასურის გადახდა განაცხადის მიმღებ ოპერატორთან საბანკო პლასტიკური ბარათით შეეძლებათ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს იუსტიციის სამინისტროს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ხელშეკრულებას იუსტიციის სახლს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და თიბისი ბანკს შორის უკვე მოეწერა ხელი.

იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართულებით მომუშავე თითოეული ოპერატორის სამუშაო მაგიდაზე თიბისი ბანკის პოსტერმინალი განთავსდა, რაც მოქალაქეებისთვის მომსახურების მიღების პროცესს კიდევ უფრო სწრაფსა და კომფორტულს ხდის. 236 პოსტერმინალი იუსტიციის სახლს თიბისი ბანკმა გადასცა. სიახლის დანერგვისთვის საჭირო პროგრამული კომპონენტი კი სახელმწიფო სერვისების განვითარების სამსახურმა უზრუნველყო.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისების მიმართულებით მომსახურების საფასურის გადახდა იუსტიციის სახლის 19-ვე ფილიალში ნებისმიერი ტიპის საბანკო პლასტიკური ბარათითაა შესაძლებელი, რომლითაც დაშვებულია ანგარიშსწორება საქართველოს ტერიტორიაზე.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სახლში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართულებით მომუშავე ოპერატორებთან თიბისი ბანკის პოსტერმინალები 2016 წლიდან არის განთავსებული. მომსახურების საფასურის გადასახდელად მოქალაქეებს იუსტიციის სახლში არსებული ბანკის ფილიალებში მისვლა აღარ მოუწევთ. მათ შეუძლიათ, თანხა უშუალოდ ოპერატორებთან ნებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათით გადაიხადონ როგორც საჯარო, ისე სამოქალაქო სერვისების მიმართულებით.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.