Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
უკანონოდ იმპორტირებული სპირტი ერთ-ერთ ღვინის ქარხანაში მიიტანეს
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სპირტის კონტრაბანდის ფაქტი გამოავლინეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის - ეთილის სპირტის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ბრალდებულის სახით 2 პირი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირების ორგანიზებით, 2017 წლის 16 ივლისს, საქართველოში იმპორტის რეჟიმით შემოვიდა დაახლოებით 28 000 ლიტრი ეთილის სპირტი. სახელმწიფოს მიერ დადგენილი შესაბამისი საბაჟო მოსაკრებლისა და გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ბრალდებულებმა შემოტანილი სპირტი რეექსპორტის რეჟიმში მოაქციეს.

რეექსპორტის განხორციელების ნაცვლად, მათ იმპორტირებული სპირტი, მალულად, ერთ-ერთ ღვინის ქარხანაში განთავსებულ ავზებში გადაიტანეს, რათა შემდგომში მისი უკანონო რეალიზაცია მოეხდინათ.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ამოღებულია საბაჟო წესის დარღვევით იმპორტირებული 28 000 ლიტრი ეთილის სპირტი და მისი გადატანისთვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალება. ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, უკანონოდ იმპორტირებული სპირტის საბაზრო ღირებულება 347 388 ლარს შეადგენს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 8-დან 11 წლამდე.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.