Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
გამოკითხვა სოფლად და ქალაქად თვითმმართველობის გაერთიანების შესახებ (VIDEO)
სოფლად მცხოვრებლებს ქალაქ გორისა და თვითმმართველი თემის - გორის გაერთიანების შესახებ ინფორმაცია ნაკლები, ან საერთოდ არა აქვთ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ვარიანის თემში შემავალ სოფლებში განუცხადეს.

მათი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მათთვის აზრი არავის უკითხავს. გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი ამბობს, რომ მისი მშობლიური სოფლის, ვარიანელებისთვის მნიშვნელობა არა აქვს, ისინი გორთან გაერთიანებული იქნებიან თუ არა. ისინი თავს მაინც გორელებად თვლიანო.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა, სწორედ, ამ ნიშნით ვარიანის თემი შეარჩია. 

განსხვავებული ინფორმაცია აქვთ ქალაქ გორში მცხოვრებლებს, ისინი თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ ქალაქის მოსახლეობამ და მისმა არჩეულმა მთავრობამ თავად უნდა მართოს ქალაქი გორი.

თვითმმართველი ქალაქი არის ადმინისტრაციული საზღვრის მქონე ერთი დასახლება.

თვითმმართველი თემი არის დასახლებათა ერთობლიობა, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი.

ქალაქისა და სოფლების გაერთიანების შემდეგ ჩამოყალიბდება თვითმმართველი თემი. ამ შემთხვევაში თვითმმართველი თემის ცენტრი იქნება ქალაქი გორი.



2016 წლის მონაცემებით: ქალაქ გორში ცხოვრობს 51 719 ადამიანი (მთელი მოსახლეობის 35%) რაიონში - 94 381 ადამიანი (65% )

მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება პროპორციული სისტემით არჩეული 10 და ყოველი თემიდან მაჟორიტარული წესით არჩეული თითო წევრით.

თვითმმართველი ქალაქისა და თვითმმართველი თემის გაერთიანებით სიტუაცია უბრუნდება 2014 წლის მდგომარეობას.

ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი ამბობს, რომ ყველა, ვარიანელიც და გორელიც, თბილისში ყოფნისას ამბობს, რომ მაინც ,,გორელია"

მოსალოდნელი საფრთხე: 11,, ქალაქელი“ დეპუტატი VS 21 ,,სოფლელი“ დეპუტატი

როგორი იყო საკრებულო 2010-2014 წლებში? ადგილობრივი თვითმმართველობის 2010 წლის არჩევნების შედეგად გორის მუნიციპალიტეტში არჩეულ იქნა წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო 31 წევრის შემადგენლობით (10 – პროპორციული წესით და 21 – მაჟორიტარული წესით) 21 მაჟორიტარიდან ერთი იყო ქალაქიდან, დანარჩენი 20 - თემებიდან.

იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო არჩევნებში პროპორციული წესით მოხვედრილი წარმომადგენლები ,,ქალაქელები“ იქნებიან, სოფლად მცხოვრები დეპუტატების რაოდენობა მაინც აღემატება ქალაქში მცხოვრებ დეპუტატების რაოდენობას.
ქალაქის და რაიონის ბიუჯეტი ერთიანდება - გადაწყვეტილების მიმღებ პირთა შორის სოფლების წარმომადგენლობა ჭარბობს

სტატია ქვეყნდება ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერილი პროექტის ,,თვითმმართველობების შენარჩუნებისა და გაძლიერების ხელშეწყობა" ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას, შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.