Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
ახალგაკეთებულ გზაზე ასფალტი დაზიანდა (PHOTO)
ქალაქ გორში, კეცხოველის ქუჩის ერთ მონაკვეთზე, ასფალტის საფარი
დაზიანდა.
ამის გამო, კომპანია ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"-ის თანამშრომლებს დამატებითი სამუშაოების წარმოება დაჭირდათ.
კომპანიის წარმომადგენლის ცნობით, 5 მონაკვეთზე ნიადაგი ,,დაჯდა", რის გამოც, ასფალტმა დეფორმაცია განიცადა და ორმოულები გაჩნდა.
ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და საზედამხედველო საქმიანობა მათმა სპეციალისტებმა გასწიეს:
,,თუმცა, დავინტერესდით მიზეზით და, როგორც აგვიხნეს, ასფალტის საფარის დაწევა მოსახლეობის ბრალი ყოფილა. როდესაც კეცხოველის ქუჩაზე ახალი ასფალტის დაგების სამუშაოები დაიწყო, ბევრ მოსახლეს საკანალიზაციო მილები დაერთებული არ ჰქონდა შემკრებ ჭებთან. ისინი ჩვენს რეაგირებას ელოდნენ და სურდათ, რომ სახელმწიფოს გაკეთებინა ეს მიერთება. როდესაც აუხსნეს, რომ ეს მათი გასაკეთებელი იყო და ასფალტის დაგების შემდეგ, იოლად ვეღარ მოახერხებდნენ შემდგომში მის გაჭრას, ამის შემდეგ, იძულებული გახდნენ შეეყვანათ კანალიზაციის მილები. სწორედ, ამ ახალგაჭრილ ადგილებზე დაიწია მიწამ" - აცხადებს ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი.
ცნობისათვის, კეცხოველის ქუჩაზე, სარემონტო სამუშაოები 2017 წლის იანვარში დაიწყო. მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2 მლნ ლარი დაიხარჯა. გზის აღნიშნული მონაკვეთი ქალაქ გორს ტურისტულ ძეგლებთან, უფლისციხესა და ატენის სიონთან აკავშირებს. გარდა ამისა, კეცხოველის ქუჩა უერთდება მცხეთა-ზაჰესის შემოვლით გზას.

ქვემოთ ფოტოზე: კეცხოველის ქუჩის რეაბილიტაცია,
2017 წლის იანვარი

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |