Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
არცევთან ხნულის გავლების შესახებ კადრებს ცხინვალის ტელევიზია ავრცელებს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ, სოფელ არცევთან გამყოფი თხრილის გავლების შესახებ, კადრები გაავრცელა.

რეპორტაჟის მიხედვით, თხრილი ტრაქტორით, გუშინ, 4 აგვისტოს გაავლეს. ადგილობრივი ჟურნალისტის განცხადებით, რომელიც ცხინვალის მთავრობის პოზიციას ახმოვანებს, ხნული ხანძრის გავრცელების საწინააღმდეგოდ, გაკეთდა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული სიტუაცია არ ემსახურება ადგილობრივი მოსახლეობის, არც ქართველისა და არც ოსების ინტერესებს.

,,ოკუპაცია ძალიან დინამიური პროცესია, მუდმივად ხდება ამ რეგიონების დამატებითი მილიტარიზაცია. უნდა გავაცნობიეროთ, რომ არსებული მდგომარეობა არ ემსახურება არც ქართველების, არც აფხაზების და არც ოსების ინტერესებს." - განაცხადა ციხელაშვილმა 3 აგვისტოს, ტელეკომპანია ,,მაესტროს" ეთერში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ერგნეთში გამართული ბოლო მოლაპარაკების შემდეგ, გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ ბორდერიზაციის პროცესი მეტ გამჭვირვალობას მოითხოვს:

,,განხილული იქნა ბორდერიზაციის საშუალებების, მათ შორის საინფორმაციო ნიშნების დამონტაჟება. ელჩმა იანკაუსკასმა დადებითად შეაფასა წინასწარი გაფრთხილება ამასთან დაკავშირებით და მონაწილეებს მოუწოდა ცხელი ხაზის გამოყენების გაგრძელებისკენ ინფორმაციის ორმხრივი გაზიარებისთვის ამ საკითხთან დაკავშირებითაც. თანათავჯდომარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს გამჭვირვალობის გაზრდის სურვილი ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად სამხედრო / უსაფრთხოების სფეროს სტრუქტურების საქმიანობაზე ცხელი ხაზის საშუალებით წინასწარი გაფრთხილების სპექტრის გაფართოების გზით." - აღნიშნულია მისიის განცხადებაში.

ოფიციალური თბილისი დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი სახით გამყოფი ხაზის აღნიშნვნა ადამიანის უფლებების დარღვევას ემსახურება, კერძოდ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული ადამიანები ვერ ახერხებენ ახლობლებისა და ოჯახის წევრების მონახულებას, ასევე, ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრას, რის მაგალითადაც, სწორედ, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებთან მომიჯნავე სოფელი არცევი წარმოადგენს.

დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე უამრავი მოქალაქე ცხოვრობს, რომლებსაც საქართველოს პასპორტები აქვთ. ისინი ვერც გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში და ვერც ცხინვალისკენ გადაადგილდებიან.

2 აგვისტოს ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქციაც კი გამართეს. არცევის, იკორთას და სხვა სოფლების მოსახლეობის ცხოვრების შესახებ, არაერთი რეპორტაჟი მომზადდა. ამ რეპორტაჟების მიხედვით, ადამიანები, რომლებსაც მჭიდრო სასიცოცხლო ურთიერთობა ჰქონდათ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებთან, გამყოფი ხნულებისა და ნიშნების მეშვეობით, ჰუმანიტარული პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. 

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.