Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
გამყოფ ხაზთან ჩეხი ტურისტი დააკავეს - დე-ფაქტო რესპუბლიკიდან 6 თვეში 49 მოქალაქე გააძევეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურისა და რუსეთის სამხედრო
ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან ჩეხი ტურისტი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებს. დე-ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, მათი რესპუბლიკის საზღვრისა და სასაზღვრო რეჟიმის წესების დარღვევის 181 ფაქტი გამოვლინდა.
,,აქედან 109 შემთხვევა წარმოადგენს უშუალოდ საზღვრის უკანონო გადაკვეთას, ხოლო 72 შემთხვევა სასაზღვრო რეჟიმის წესების დარღვევას" - აღნიშნულია განცხადებაში.
დაჯარიმებულ პირთა მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილმა თანხამ 248 000 რუბლი შეადგინა.
,,უნდა აღინიშნოს, რომ დაკავებების ძირითადი ნაწილი საყოფაცხოვრებო ხასიათისაა, გარდა ერთი შემთხვევისა, როდესაც ჩეხი ტურისტი დააკავეს. ყველა მათგანის მიმართ შესაბამისი ღონისძიებები გატარდა. 49 მოქალაქე საერთოდ გაძევებულ იქნა რესპუბლიკიდან, ხოლო 6 მოქალაქეს გაფრთხილება მიეცა " - აღნიშნულია დე-ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის მიერ წარდგენილ ანგარიშში.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი ქვეყნის უსაფრთხოებას უმნის საფრთხეს, კერძოდ:
,,რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის მცდელობა, იქ არსებული მძიმე კრიმინოგენული ვითარება (გამოსასყიდის მიღების მიზნით ადამიანების გატაცებები, ყაჩაღობები, მკვლელობები, მოსახლეობაზე თავდასხმა), ქართული მოსახლეობის დისკრიმინაცია, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავება (ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით), ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი (მავთულხლართების, ღობეების, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვა და ტრანშეების გათხრა), თავისუფალი გადაადგილებისა და განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, ინტენსიური სამხედრო წვრთნები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის რუსული სამხედრო თვითმფრინავების, ვერტმფრენებისა და უპილოტო საფრენი აპარატების მიერ დარღვევის ფაქტები და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევა საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას." - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |