Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება სოციალური მედიით გავრცელებული ფოტოზე
ბოლო პერიოდში სოციალური მედიის მეშვეობით მომხარებლები ავრცელებენ პიროვნების ფოტოებს, რომელიც გამვლელებს თავს აფხაზეთის სამხედრო კონფლიქტის მონაწილედ და მაიორად აცნობს, ატარებს სამხედრო ჩაცმულობას და ითხოვს მოწყალებას.

ამასთან დაკავშირებით, ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის პრეს-სამსახური განცხადებას ავრცელებს.

,,უფლებამოსილნი ვართ განვაცხადოთ, რომ აღნიშნული პიროვნების ნამდვილი სახელი და გვარია დათო გიორგაძე. იგი სისტემატიურად ჩნდება თეატრებთან, კინოთეატრებთან, საკონცერტო დარბაზებთან, დედაქალაქის ხალხმრავალ ადგილებში, მუნიციპალურ ტრანსპორტში, ასევე საზოგადო მოღვაწეთა პანაშვიდებზე, გასვენებებში და ა.შ.

დათო გიორგაძის მიერ მოქალაქეებისათვის მოთხრობილი ინფორმაცია მისი აფხაზეთის ომში მონაწილეობის შესახებ არის მტკნარი სიცრუე. იგი არასოდეს არ ყოფილა საომარ მოქმედებებში ჩართული, მას არ მიუღია არცერთი ჭრილობა საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის წარმოებულ არცერთ ბრძოლაში. იგი არ ფიქსირდება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ბაზაში და რაც მთავარია არ ფიქსირდება აღნიშნული კონფლიქტების მონაწილე დათო გიორგაძე მაიორის სამხედრო წოდებით.

დათო გიორგაძემ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის იურიდიული და რეგიონული სამმართველოების წარმომადგენლებს უარი განუცხადა ვეტერანის სტატუსთან დაკავშირებული ეტაპების გავლაზე, რაც რეგულირდება შესაბამისი კანონით და მოითხოვს მტკიცებულებებს და მათთან საუბარში აღნიშნა, რომ მოწყალების თხოვნა მისი ცხოვრების და შემოსავლის მიღების წესია და საომარი კონფლიქტებში მონაწილეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მისი მოგონილია.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის სხვადასხვა გზებით გავრცელებისაგან, რადგან დაუზუსტებელი ინფორმაციის ტირაჟირებით ილახება ჭეშმარიტ ვეტერანთა ღირსება და ინტერესები.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მოქმედებს კანონმდებლობის, კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში და ყოველთვის იქნება ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა ინტერესების სადარაჯოზე. " - აღნიშნულია განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.