Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს
30 აგვისტო - უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა
ამ დღის აღსანიშვნავად, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების კომიტეტებმა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით, ღონისძიება ვერხვების დასახლებაში ჩაატარეს.
ღონისძიებას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის, ფონდი „მოლოდინის“, ადგილობრივი თვითმმართველობის, საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლები და ოფიციალური პირები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან დაესწრნენ.
უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 90-იანი წლების კონფლიქტების შემდეგ 1500-მდე ეთნიკურად ქართველი, 200-მდე ეთნიკურად აფხაზი, 100-მდე ეთნიკურად ოსი, ხოლო 2008 წლის ომის შემდეგ 6 ოსი და 35 ქართველი.
იძულებით გაუჩინარების დანაშაულთან საბრძოლველად სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოს მიერ „იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირის დაცვის შესახებ“ კონვენციის რატიფიცირებას, რაც 2013 წლიდან სახალხო დამცველის რეკომენდაციას წარმოადგენს.
კონვენცია განსაზღვრავს იძულებით გაუჩინარების დანაშაულის დეფინიციას და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს მიიღოს შესაბამისი ზომები რათა იძულებით გაუჩინარება ეროვნულ დონეზე წარმოადგენდეს სისხლის სამართლის დანაშაულს. კონვენცია ასევე ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღებისთანავე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარების ვალდებულებას. კონვენცია ასევე ადგენს მსხვერპლის უფლებას სიმართლეზე გაუჩინარების გარემოებების და გაუჩინარებული პირის ბედის შესახებ და უფლებას დროულ, სამართლიან და ადეკვატურ კომპენსაციაზე.
მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და ომის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს, არსებითი სიახლე გამოძიების პროცესში არც წელს არის და მათი ადგილსამყოფელის დადგენა კვლავ ვერ ხერხდება. მნიშვნელოვანია, რომ დროულად და ეფექტურად იქნას გამოძიებული პირთა უგზო-უკვლოდ გაუჩინარების შემთხვევები.
ამასთან, სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ გაგრძელდება მხარეებს შორის თანამშრომლობა უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ პირთა მოძიების მიზნით, რომლის წარმატებულ მაგალითსაც წარმოადგენს 2013-2015 წლებში თბილისსა და სოხუმს შორის თანამშრომლობით სამარხების გახსნა აფხაზეთში.
საქართველოში იძულებით გაუჩინარებულთა საერთაშორისო დღე 2011 წლიდან აღინიშნება. იძულებითი გაუჩინარება გლობალური პრობლემაა და ამ დანაშაულთან ეფექტურად საბრძოლველად 2006 წელს გაეროს ეგიდით მიღებულ იქნა კონვენცია „იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირის დაცვის შესახებ“. შედეგად, იძულებითი გაუჩინარება საერთაშორისო დანაშაულად გამოცხადდა და რიგ შემთხვევებში ის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად შეიძლება შეფასდეს.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |