Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
10-წლიანი მსჯელობის შემდეგ ატენის სიონში კელიები შენდება
ატენის სიონის ეზოში კელიები ბალახით გადაიხურება, ხოლო, ვერტფრენით ფოტოს გადაღების შემთხვევაში, ის საერთოდ არ გამოჩნდება. 

ამ განცხადებას დეკანოზი კოზმა აკეთებს, რომელიც ეკლესიის წინამძღვარია. მისი თქმით, საბოლოოდ, 10-წლიანი მსჯელობის შემდეგ, მამათა მონასტრისთვის და ბერებისთვის საცხოვრებელი კელიის აშენება გადაწყდა.

ატენის სიონის ეზოში ბერებისთვის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის საკითხი, ჯერ კიდევ, 2008 წელს გახდა სადავო. სპეციალისტების ნაწილი თვლიდა, რომ ის ეკლესიის საერთო სურათს დაამახინჯდება და, ამავე დროს, სამშენებლო სამუშაოები, კლდის გაჭრა და ასე შემდეგ, ისედაც დაზიანებულ ეკლესიას პრობლემებს შეუქმნიდა.

საბოლოოდ, ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მშენებლობის ნებართვა, სამი თვის წინ, გასცა. საცხოვრებელი კელიის კედელი იქნება აშენებული ბლოკით, მაგრამ გარშემო დაფარული იქნება ატენის კლდის ქვით.

ატენის სიონის სიახლოვეს დაწყებული სამუშაოები 2009 წლის 24 სექტემბერს, საპატრიარქოს ოფიციალური განცხადების შემდეგ შეჩერდა, რომელიც ატენთან ერთად ბაგრატის ტაძარსაც ეხებოდა – “რადგან მიმდინარე პროცესებმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ჩვენი პოზიცია ასეთია: დროებით შეჩერდეს ყოველგვარი სამუშაოები, შეიქმნას როგორც კულტურის სამინისტროს, ისე საპატრიარქოს და იუნესკოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ერთობლივი კომპეტენტური კომისია, რომელშიც უნდა შევიდეს დღევანდელი სახით სამშენებლო საქმიანობის მოწინააღმდეგე პოზიციის მქონე ექსპერტებიც“.

როგორც ირკვევა, 2008 წლის დეკემბერში, ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოცხადებულ კონკურსში, მერაბ ბოჭოიძის მიერ წარდგენილმა პროექტმა გაიმარჯვა. 2009 წელს სამონასტრო კომპლექსის მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები  ატენის სიონის ზედა ბაქანზე დაიწყო. აქ განლაგებული იყო ფეოდალური ხანის საერო ნაგებობის ნაშთები და მეთვრამეტე საუკუნის კელიები (სულ სამი კელია, გადახურვის გარეშე); აქვე იყო ატენის სიონის ზღუდის ნაშთები. 

,,იმის გამო, რომ სწორედ ამ ადგილზე თავის დროზე არსებობდა კელიები, ასევე, ბერებს ჭირდებათ ელემენტარული საცხოვრებელი პირობები, გადაწყდა კელიების აშენება. ამჯერადაც, გამოითქვა პრეტენზიები, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ადამიანებს არ აქვთ ნანახი პროექტი. ყველაფერი ისე კეთდება, რომ ტაძარს პრობლემები არ შეექმნება" - ამბობს დეკანოზი კოზმა.

მისი თქმით, თუ ტაძარში სამონასტრო ცხოვრება არ გაჩაღდა, უპატრონობით, უფრო მეტი ზიანი მიადგება ეკლესიას:

,,ჯერჯერობით, აქ მხოლოდ მე ვარ. რა პრობლემები აქვს ტაძარს, ამას ჩვენზე უკეთ ვერავინ მიხვდება, რადგან, წარმოიდგინეთ, წვიმის დროს, სულ ვათვალიერებთ ტერიტორიას; სად წყალი მოდის, სად ნიაღვარი იკეთებს კალაპოტს; ეკლესიის სახურავზე ან კედლებზე რა მიმართულებით მოძრაობას წყალი, ვაკვირდებით ყველაფერს. აქ რომ არავინ იყოს, ეს უფრო მეტად დააზარალებს ტაძარს" - აცხადებს დეკანოზი.



"ილია ჭავჭავაძის საზოგადოების" გამგეობის წევრის თამარ ჩხეიძის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვა ატენის სიონის გვერდით სამშენებლო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, უკანონოა.

„სამწუხაროდ, განახლდა ისევ სამუშაოები. როგორც ამბობენ, ნებართვა გაცემულია.ჩვენ მივმართეთ ძეგლთა დაცვის სააგენტოს, არის თუ არა ნებართვა გაცემული და რის საფუძველზე. გვაქვს ინფორმაცია, რომ გაცემულია, მაგრამ ოფიციალურად გვინდა, პასუხი მივიღოთ. რასაკვირველია, ეს ნებართვა არ ჯდება არავითარ კანონიერებაში, რადგან ეს არის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი და 5 მეტრის დაშორება ძალიან ახლოა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ნორმების მიხედვით, ყოვლად დაუშვებელია. 500 მეტრი მაინც უნდა იყოს დაშორება. აქ 500 მეტრი კიარა, ძალიან ახლოსაა მშენებლობა. სამწუხაროდ, ჯერ ვერ მოვახერხე, რომ ადგილზე მენახა, მაგრამ ფოტოები მაქვს და ვიცი, რომ ნამდვილად ძალიან ახლოსაა“,-განაცხადა თამარ ჩხეიძემ.

ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა, რომ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის არასწორი ინტერპრეტაცია ხდება, თითქოს ტაძრიდან 500 მეტრის რადიუსში ყოველგვარი სამუშაოები იკრძალება.

ნიკოლოზ ანთიძის განმარტებით, კანონში, რომლის თანაავტორიც თავის დროზე თავად იყო, წერია, რომ აკრძალულია ისეთი სამუშაოები, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ან თვითონ ტაძარს, ან მის ვიზუალურ აღქმას. ნიკოლოზ ანთიძის მტკიცებით, ამ შემთხვევაში არც ერთი ხდება. ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ მსოფლიო მნიშნელობის ტაძარს საფრთხე ემუქრება.


Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.