Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ქვახვრელის ,,მილიონიანი პროექტის" დასასრულებად ტენდერი მესამედ გამოცხადდა
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ქვახვრელის სასმელი წყლის ,,მილიონიანი პროექტის" დასასრულებად, ტენდერი მესამედ გამოაცხადა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება სატენდერო კომისიამ დღეს 28 სექტემბერს მიიღო.

პროექტი, რომელიც 2016 წლის 26 ივნისს დაიწყო, იმავე წლის 26 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო. კომპანიამ სამუშაოები დათქმულ ვადებში არ დაასრულა. ვადა სამჯერ, მაგალითად, ბოლოს 2017 წლის აპრილამდე გადაუწიეს.

სამუშაოები არც აპრილში დასრულდა, კომპანია სოფელში 2017 წლის 3 მარტის (გუბერნატორის ვიზიტის) შემდეგ საერთოდ აღარ გამოჩენილა.

მიუხედავად ამისა, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის თანხმობით, კომპანია ,,არქიკულტურას" მეოთხე ტრანშის თანხა 100 000 ლარი 2017 წლის 4 აპრილს გადაურიცხეს.

მუნიციპალიტეტის გამგეობამ 886 000 ლარიდან კომპანია ,,არქიკულტურიას" ჯამში 800 000 ლარი გადაურიცხა. 20-მდე ადგილობრივი მკვიდრი, რომელიც სამუშაოებზე იყო დასაქმებული, ხელფასის გარეშე დატოვეს.

სამუშაოების დასასრულებად, გამგეობა 2017 წლის აგვისტოს, იძულებული გახდა ტენდერი მეორედ გამოეცხადებინა.  შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი გუშინ წერდა, რომ 26 სექტემბერს, მეორედ გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა. გამგეობამ დამატებით 100 000 ლარი გამოძებნა და ახალ, იძულებით ტენდერზე საწყისი ფასი 178 000 ლარი მიუთითა.

მეორე ტენდერის ჩაშლიდან ორ დღეში ახალი ტენდერი მესამედ გამოცხადდა.

შეგახსენებთ, პროექტის მიხედვით, დაახლოებით 900-კომლიან სოფელში სასმელი წყალი ყველა ოჯახში უნდა შესულიყო, შიდა ქსელი შემკრები ჭებით უნდა დაკავშირებულიო, რომელიც 9 თვეა ღიაა და ნიაღვარი ჩადის, ასევე, რეზერვუარი არაა დასრულებული.


იხ. დამატებით



წყლის შემკრები ჭა ნიაღვარით გაივსო, ფოტო 27 სექტემბერი.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.