Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ქვახვრელის აქციაზე დაკავებული ახალგაზრდების საქმეს სასამართლო განიხილავს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში დაკავებული ორი პირი სასამართლოს სხდომას ელოდება.

ისინი ხელწერილის საფუძველზე პოლიციამ გუშინვე გაათავისუფლა. სამართალდარღვევის სავარაუდო ფაქტზე მოსამართლე დღეს იმსჯელებს.

დაკავებულებს ბრალად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის მიხედვით, პოლიციის კანონიერი მოთხოვნის (გზის გახსნის თაობაზე) დაუმორჩილებლობა ედებათ.

,,ხელწერილით გაგვათისუფლეს იმ მოტივით, რომ სასამართლო სხდომაზე გამოვცხადდებით. ველოდებით შეტყობინებას" - ამბობს დავით ადუაშვილი, რომელიც გუშინ ქვახვრელის აქციაზე დააკავეს.

ის ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატია სოფლიდან და ამბობს, რომ იქ დადგა, სადაც მისი მოსახლეობა იმყოფებოდა. ხოლო, ახალგაზრდების დაკავება არ მოხდებოდა, თუკი ონიაშვილი სოფელში ჩავიდოდა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ თითოეული დაკავებული პოლიციას წინააღმდეგობას, დაკავების მომენტში, არ უწევს, რაც ხელწერილით გათავისუფლების სავარაუდო საფუძველი გახდა.

გუშინ, ქვახვრელის მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის გამგებელთან, დავით ონიაშვილმა შეხვედრა მოითხოვა. შეხვედრა დილით იმ ადგილზე უნდა გამართულიყო, სადაც დავით ონიაშვილი ჯერ კიდევ მარტის თვეში ადგილობრივებს შეხვდა.

,,როდესაც შეგვატყობინეს, რომ ონიაშვილი არ აპირებდა ჩამოსვლას, იძულებული გავხდით უფლისციხისკენ მიმავალი გზა გადაგვეკეტა და ამით გვეიძულებინა მისი ჩამოსვლა, თუმცა, მაინც არ ჩამოვიდა და ამის გამო ახალგაზრდა ბიჭები დააკავეს" - ამბობს ნათია პოღოზაშვილი.

ქვახვრელელები სასმელი წყლის ,,მილიონიანი პროექტის" დაუსრულებლობას აპროტესტებენ, რომლის გამო, სოფლის ინფრასტრუქტურა, შიდა გზები განადგურდა და ორმოები დარჩა. პროექტი 2016 წლის ივნისში დაიწყო და 2016 წლის 24 დეკემბერს უნდა დასრულებიყო.

მუნიციპალიტეტის გამგებელმა კომპანიას სამუშაოების გაგრძელების ვადა სამჯერ გაუგრძელა: ჯერ 2017 წლის 21 იანვრამდე, შემდეგ 21 თებერვლამდე და ბოლოს 20 მარტამდე. 2017 წლის განმავლობაში, კერძოდ, თებერვალი, მარტი, აპრილი, ქვახვრელში სამუშაოები საერთოდ არ განახლებულა. მიუხედავად ამისა, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კომპანიას მეოთხე ეტაპის დასრულებისთვის გათვალისწინებული თანხა - 100 000 ლარი მაინც გადაურიცხა, თანაც 4 აპრილს. საბოლოო ჯამში, გამგეობამ კომპანია ,,არქიკულტურას" 800 000 ლარი გადაურიცხა (886 000 ლარიდან).

გამგებელმა დავით ონიაშვილმა, რომელიც გორის მერის კანდიდატია ,,შენების მოძრაობიდან", თანაგუნდელის, ბადრი ნანეტაშვილის ტელეკომპანიის ეთერით განაცხადა, რომ სოფელში სამუშაოების შეუსრულებლობა კომპანიის ბრალია, ხოლო, აქციას მის წინააღმდეგ გამართული პროვოკაცია უწოდა მოწინააღმდეგე პარტია ,,ქართული ოცნების" მხრიდან. ,,ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ თუ მათი თანაგუნდელი კანდიდატი, ონიაშვილისგან განსხვავებით, ხალხის გვერდით დგას, ეს მისასალმებები ფაქტია, ხოლო, თუ ადგილი ჰქონდა ამ კანდიდატის მხრიდან სამართალდარღვევას, ეს სასამართლოზე გაირკვევა.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.