Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
გორში საგუნდო მუსიკის ფესტივალი გაიმართება
გორში, 2017 წლის 11, 12 და13 ოქტომბერს საერთაშორისო საგუნდო მუსიკის ფესტივალი - გორი 2017 გაიმართება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიის ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების ცენტრიდან აცნობეს.

ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, სამი დღის განმავლობაში, ფესტივალზე სხვადასხვა ქვეყნის გუნდები მიიღებს მონაწილეობას და საპატიო სტუმრები დაესწრებიან. ღონისძიებები გორის კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში ჩატარდება.

,,საერთაშორისო საგუნდო მუსიკის ფესტივალის ისტორია 80-იანი წლებიდან იწყება და ის გორში დაფუძნდა. ფესტივალის მიზანს წარმოადგენს აკადემიური საგუნდო შემსრულებლობის პოპულარიზაცია, შემოქმედებითი კავშირების დამყარება, უცხოელი მუსიკოსების გამოცდილების გაზიარება და ქართული საგუნდო მუსიკის ინტეგრირება ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ." - აცხადებენ კულტურის ცენტრში.

მონაწილე გუნდები:

1. ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო
კოლეჯთან არსებული სემინარიის მოსწავლეთა გუნდი.
2. თბილისის ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი.
3. ზერბაიჯანის გუნდი ,,Lumineux’’.
4. გორის ქალთა კამერული გუნდი.
5. აზერბაიჯანის სახელმწიფო კაპელა.
6. ვაჟთა გუნდი ,,გორი“.
7. სახელმწიფო ანსამბლი ,,ბასიანი’’.
8. გორის ვაჟთა გუნდი ,,მაჩაბელა’’.
9. ახალგაზრდული გუნდი ,,თუთარჩელა’’.
10. თბილისის გოგონათა გუნდი.

ფესტივალს ეყოლება საპატიო სტუმრები:


პროფესორი, კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის ცენტრის დირექტორი - რუსუდან წურწუმია.

მუსიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე - მანანა ახმეტელი.

მუსიკოსი, საქართველოს მუსიკალური საზოგადოების თავმჯდომარე, კონსერვატორიის პროფესორი. საქართველოს ეროვნული საგუნდო კაპელის საპატიო ხელმძღვანელი, საქართველსო ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი - გივი მუნჯიშვილი.

საქართველოს საგუნდო საზოგადოების დამფუძნებელი, პროფესორი, საქართველოს სახალხო არტისტი, ზაქარია ფალიაშვილისა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ასევე ღირსების ორდენისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოს - წმინდა გიორგის ოქროს ორდენის კავალერი - შალვა მოსიძე.

კომპოზიტორი, საქართველოს სახელწიფო პრემიის, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი და ღირსების ორდენის კავალერი - გია ყანჩელი.

საგუნდო სადირიჟორო კათედრის პროფესორი - ავთანდილ რევიშვილი. საქართველოს საგუნდო საზოგადოების თავმჯდომარე, დირიჟორი, კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი - ლიანა ჭონიშვილი.


Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.