Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
უსახლ-კარო ოჯახს გამგეობიდან ქვიშა მიუტანეს და ისევ უკან წაიღეს
გოჩა ბადალიანცმა და ეკა ბლუიშვილმა ოჯახი 15 წლის წინ შექმნეს. მათ
ხუთი შვილი ჰყავთ. მეხუთე შვილი რამდენიმე თვისაა.
დაახლოებით 13 წელია სახლი სოფელ ქვახვრელში სიძველისგან დაენგრათ. მას შემდეგ სხვადასხვა სახლში ცხოვრობენ. ქირას ხან საკუთარი შრომით მიღებული შემოსავლებიდან იხდიან, ბოლო პერიოდში კი, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ფარავს.
ოჯახში სულ 8-ნი არიან: გოჩა ბადალიანცი, მისი მეუღლე და სიდედრი და 5 შვილი. ყველა შვილი არასრულწლოვანია.
წლების განმავლობაში ვერ მოახერხეს თუნდაც ერთი ოთახის აშენება. არა თუ დანაზოგების დაგროვების, ყოველთვიური შემოსავლის შოვნაც უჭირთ. გოჩას ფილტვები დაუზიანდა და ცალ მხარეზე ამპუტაცია დაჭირდა. ჯანმრთელობა მძიმე სამუშაოზე მუშაობას უკრძალავს. დანაჩენ საქმიანობას, დღეში 5-10 ლარად, გამოჩენის შემთხვევაში არ თაკილობს.
ყველაზე დიდი დაპირება 3-წლის წინ მიიღო, როდესაც 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდა. სოფელში მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატების, დავით ონიაშვილისა და ნიაზ ნიაზაშვილის ვიზიტის დროს, მცირე ზომის სახლის აშენებას დაპირდნენ.
,,ოცნება ოცნებად დარჩა, ახლა თუ ვინმე მეტყვის, ვის უნდა მისცე ხმა, ვეუბნები, რომ ნატვრას უნდა მივცე ხმა. ცხოვრება სანატრელი გამიხდა. ნახევარი კაცი ვარ. რაც შემიძლია ვშრომობ, მაგრამ ვერ დავაგროვე თუნდაც ერთი ოთახის ასაშენებლად დანაზოგი" - ამბობს გოჩა ბადალიანცი.
გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი რეზო გოგიაშვილი ამბობს, რომ დაზიანებული სახლების საკითხების მოგვარება ,,კეთილმოწყობის სამსახურს" აბარია, ოღონდ, არა მთლიანად დანგრეულ, არამედ ნახევრად დაზიანებული სახლების, რომელსაც სახურავი აეხადა; რომლებსაც კედლები აქვთ, თუმცა დანგრევის საშიშროების წინაშეა.
3-წლის წინ, ,,ქართული ოცნების" კანდიდატების - შემდგომში გამგებლის, დავით ონიაშვილისა დადეპუტატის, ნიაზ ნიაზაშვილის დაპირებები რეალური გახდა მაშინ, როდესაც დანგრეული სახლის ეზოში სატვირთო მანქანით, ქვიშა დაცალეს. ცოტა ხანში, ეს ქვიშაც უკან წაიღეს. დეპუტატი ამჟამად საკრებულოს წევრია ,,ქართული ოცნებიდან", ხოლო გამგებელი, ამ პარტიის კონკურენტ ,,შენების მოძრაობაში" გადავიდა და ,,შენების მოძრაობის" სახელით კენჭს კვლავაც მუნიციპალიტეტის გამგებლად იყრის.
მეზობლები ამბობენ, რომ ოჯახის წევრებმა ქირით უკვე სხვისი, რიგით მე-9 სახლი გამოიცვალეს

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |