Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
გორის გამგებლის პოლონელი ლობისტით ანტიკორუფციული სამსახური დაინტერესდა
შს სამინისტროს ანტიკორუფციული სამსახური გორის გამგებლის დავით ონიაშვილისა და პოლონეთის ყოფილი პარლამენტარის თომას მაკოვსკის ფინანსური ურთიერთობით მას შემდეგ დაინტერესდა, როდესაც პოლონეთიდან გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი დაბრუნდა. 

ეს მოხდა 2017 წლის თებერვალში. ზურაბ ჯირკველიშვილი პოლონეთში, სწორედ, თომას მაკოვსკის აქტიურობის შედეგად მიიწვიეს. მაკოვსკი ჯირკველიშვილმა გორში ჯერ კიდევ 2015 წლის ზაფხულში გაიცნო. 

რა ინფორმაცია მიაწოდა პოლონეთიდან დაბრუნებულმა ზურაბ ჯირკველიშვილმა ანტიკორუფციულ სამსახურს, უცნობია, თუმცა, გამგებელი დავით ონიაშვილი დაკითხვაზე დაიბარეს. მაკოვსკი იმ პერიოდში გამგეობის ტურიზმის ცენტრში ,,მრჩევლად" იყო გაფორმებული და ხელფასს დაახლოებით 4 ათას ლარს (1500 ევროს) იღებდა ყოველთვიურად.

გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი არსენ აზალაძე ამბობს, რომ ფაქტობრივად მაკოვსკი გამგეობის ლობისტს წარმოადგენდა პოლონეთში.

,,სწორედ, მისი დახმარებით მოვიპოვეთ პოლონეთიდან გრანტი, რომელიც ტინისხიდში შშმ პირებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის აშენებას უნდა მოხმარებოდა" - აცხადებს არსენ აზალაძე. მისი თქმით, უჩვეულო არაფერია იმაში, რომ ტურიზმის ცენტრმა ამისათვის დაიქირავა პოლონეთის ყოფილი მაღალჩინოსანი.

დავით ონიაშვილიც ადასტურებს, რომ ანტიკორუფციული სამსახური, სწორედ, მაკოვსკისთან ურთიერთობით დაინტერესდა: ,,თუ რამე დოკუმენტაცია დაჭირდება გამოძიებას, ჩვენ ვითანამშრომლებთ და მივაწვდით დამატებით ინფორმაციას" - აცხადებს ონიაშვილი.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, პოლონეთის ერთ-ერთი ქალაქის მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, გორის გამგეობამ გრანტი 2017 წლის პირველ კვარტალში მიიღო. ამ თანხით ტინისხიდში შენობა უნდა გარემონტებულიყო, რომელიც შშმ პირებს მოემსახურებოდა. გარდა ამ პროექტისა, პოლონეთის დელეგაცია, მაკოვსკის ხელმძღვანელობით, სოფელ კარალეთში კულტურის სახლის რეაბილიტაციას გეგმავდა, თუმცა, წელიწადზე მეტია ამ პროექტის ირგვლივ ინფორმაცია აღარ გავრცელებულა.

მას შემდეგ, რაც გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, გრანტის კოდით, თანხა ჩაირიცხა, გამგებელმა დავით ონიაშვილმა საკრებულოს მიმართა თხოვნით, რათა ეს თანხა ასახულიყო ბიუჯეტში. ივნისის თვეში საკრებულოს თავმჯდომარემ კოტე თავზარაშვილმა ონიაშვილს აუხსნა, რომ ვიდრე ბიუჯეტში თანხის ასახვას მოითხოვდა, მანამდე, მთავრობისგან ნებართვა უნდა მიეღო:

,,მისი იურისტი რეზო გოგიაშვილი გვიმტკიცებდა, რომ ეს პროცედურები არ იყო საჭირო. უცხოეთიდან თანხის ჩარიცხვა ყოველგვარი ნებართვის გარეშე წარმოუდგენილია. საკითხი უკან გაითხოვეს და ამის შემდეგ ჩატარდა ჩვეულებრივი პროცედურები" - ამბობს კოტე თავზარაშვილი.

ოთხი დღის შემდეგ, 11 აგვისტოს, გორის გამგეობამ მიმართა საკრებულოს, რათა გრანტის მოპოვების შესახებ, მისგან ნებართვა მიეღო. საკრებულომ გამგებელს ამის ნებართვა მისცა. ამის შემდეგ, 22 აგვისტოს, ონიაშვილი მიმართავს საქართველოს მთავრობას, რომ გრანტის მიღების თაობაზე, ნებართვა მისგანაც მიეღოთ. ეს თხოვნაც დაკმაყოფილდა.

ონიაშვილი ამბობს, რომ ამ პროცედურების გაჭიანურება საკრებულოს თავმჯდომარის დამსახურებაა. ამავე დროს, შიდა ქართლის გუბერნატორსაც ადანაშაულებს. ონიაშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მიაწოდა გუბერნატორის წერილი, სადაც გუბერნატორი მთავრობის წინაშე შუამდგომლობაზე უარს ეუბნება. წერილის მიხედვით, გუბერნატორი 23 აგვისტოს ონიაშვილს უხსნის, რომ მას უკვე მიმართული აქვს მთავრობისთვის და შუამდგომლობა მათგან აღარ იყო საჭირო.

ამის შემდეგ, სექტემბრის შუა რიცხვებამდე გრანტის მოპოვების თაობაზე პროცედურების გავლას კვლავ ერთი თვე დაჭირდა, თუმცა გაზაფხულის ბოლოს გადარიცხული თანხა აუთვისებელი რჩებოდა. პოლონეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, შშმ პირებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა 30 ნოემბრამდე უნდა მოსწრებულიყო.


,,21 სექტემბერს, მოთხოვნისთანავე, გამგეობას გრანტი ბიუჯეტში ავუსახეთ. თუმცა, აგერ 18 დღე გავიდა და ჯერ ტენდერი არ გამოუცხადებიათ" - განაცხადა კოტე თავზარაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე. გამგებელი ონიაშვილი ადასტურებს, რომ სარეაბილიტაციო ცენტრის სრული რეაბილიტაცია ვერ მოესწრება, მაგრამ იმედი აქვს, რომ პოლონეთის მხარე ვადებს გადაწევს.


Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.