Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
პოლიციის მაღალჩინოსნებმა იმიტირებულ ქალაქში ,,ჯენტლმენობა" გამოიჩინეს (VIDEO)
შს სამინისტრომ, ქალაქ გორში, სახალხო დღესასწაულზე - „გორის
დღეები 2017“ იმიტირებული უსაფრთხო ქალაქი, სახელწოდებით - „ეს ჩვენი
ქალაქია“ წარადგინა..
ღონისძიება, წვიმიან ამინდში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სოციალური კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, მოეწყო. აქციას შს სამინისტროს მაღალჩინოსნები: მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილი და სამხარეო პოლიციის უფროსი კოტე ანანიაშვილი ესწრებოდნენ. მათ საკუთარი ქურთუკები ქალ თანამშრომლებს ჩააცვეს.
იმიტირებულ ქალაქში ბავშვებსა და მოზრდილებს, შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის კუთვნილი ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენის გარდა, უამრავი სიურპრიზი დახვდათ:
სტუმრებს მეგზურობა შსს-ს აკადემიის ანიმაციურმა გმირმა, „პოლიმ“ გაუწია. აკადემიის ვირტუალურ ტირში მისულ მოქალაქეებს კი საშუალება ჰქონდათ, ინსტრუქტორის დახმარებით, რამდენიმე წუთით, პოლიციელის როლი მოერგოთ.
საექსპერტო–კრიმინალიტიკურმა დეპარტამენტმა წარმოადგინა სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები და სხვადასხვა სახის ექსპერტიზის ჩასატარებელი ინვენტარით აღჭურვილი, მოძრავი ლაბორატორია.
შსს-ს მომსახურების სააგენტომ მოზარდებისთვის შემეცნებით-გასართობი კუთხე მოაწყო, სადაც სააგენტოს თანამშრომლებმა, ველოსიპედის მართვის მოწმობის მოსაპოვებლად, 5-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებს სახალისო თეორიული და პრაქტიკული გამოცდა ჩაუტარეს. იმიტირებული ქალაქის სტუმრებს, ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ მომსახურების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი, შსს-ს სპორტული კლუბი MIA Force-ის სარბოლო ავტომობილები და ფოტოგამოფენა დაეთვალიერებინათ. შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის სახე, ევროპის ჩემპიონი ძარიანი ავტომობილებით რბოლაში დათა ქაჯაია კი მათ შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიაზე ესაუბრა. ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სპეციალური ტექნიკის მეშვეობით, დათა ქაჯაიასთან ერთად, ვირტუალურ რბოლაში მონაწილეობა მიეღოთ.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახალისო შემეცნებით-გასართობ კუთხეში ბავშვებმა სახანძრო-სამაშველო ტექნიკა დაათვალიერეს და გასაბერ სასრიალო ბატუტზე ისრიალეს. მათ უსაფრთხოებაზე კი შსს-ს მეხანძრე-მაშველები ზრუნავდნენ.
„112“-ის „კოსმოსურ ხომალდში“ მოზარდებმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სპეციალურად მათთვის შექმნილ კომპიუტერულ თამაშებში მიიღეს მონაწილეობა.
შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა ბავშვებს საინტერესო სათავგადასავლო თამაშები, სიმბოლური საჩუქრები და სიურპრიზები დაახვედრა. დაცვის პოლიციამ „დაცულ ქუჩაზე“ ინკასაციის და ოპერატიული რეაგირების სპეცავტომობილები, ასევე, ეკოლოგიური ტრანსპორტი განათავსა.
საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური აღჭურვილობა და საბრძოლო ჯავშანტექნიკა: „კობრა“ და „დეფენდერი“, ასევე, საპატრულო პოლიციის ტრანსპორტი: „ფორდ-ინტერსეპტორი“, საპატრულო პიკაპები, მოტოციკლები და „სეგვეი“.
შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ კი სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტების ტრანსპორტისა და აღჭურვილობის გამოფენა მოაწყო, იმიტირებული ქალაქის საზღვრებს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები და სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები იცავდნენ, ხოლო სტუმრების უსაფრთხოებასა და წესრიგზე პატრულ-ინსპექტორები ზრუნავდნენ.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |