Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
დავით ონიაშვილის ბანერის ,,პროჟექტორით" განათებისთვის გამგეობის თანამშრომელი 2 000 ლარით დააჯარიმეს
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელს ზაზა მუზაშვილს 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიღო.

ზაზა მუზაშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღევათა ოქმი გამოუწერეს იმის გამო, რომ მან მოქმედი გამგებლისა და ამავე დროს გორის მერის კანდიდატის დავით ონიაშვილის საარჩევნო ბანერის გასანათებლად პროჟექტორი გამგეობის ტექნიკით დაამონტაჟა..

მოკვლევით გაირკვა, რომ ზაზა მუზაშვილი კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, გიორგი ხიდაშელის დავალებით მოქმედებდა. გიორგი ხიდაშელმა წერილობით აღიარა, რომ ,,შენების მოძრაობის" წევრის, გორის მერის კანდიდატისა და მოქმედი გამგებლის, დავით ონიაშვილის ბანერის სიახლოვეს ,,პროჟექტორი" მისი დავალებით გაასწორეს და არა დააყენეს.

საქმე იმაშია, რომ 2017 წლის 21 სექტემბერს ,,შენების მოძრაობის" ლიდერებმა გორის მერის კანდიდატი, მოქმედი გამგებელი დავით ონიაშვილი, ასევე, საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატი (ტ/კ ,,თრიალეთის" მფლობელი) ბადრი ნანეტაშვილი და პარტიული/მაჟორიტარული სიის წევრები წარადგინეს. იმავე დღეს, ბადრი ნანეტაშვილის კუთვნილ ტელევიზიასთან დავით ონიაშვილის ბანერი გააკრეს, რომლისთვისაც განათებაც გაითვალისწინეს.

ამ ფაქტის შესახებ, საჩივარი გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,Analitical center for interethnic cooperation and consultations"-ის ( “ეთნოსთაშორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის”) აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მარჯანიშვილმა 28 სექტემბერს შეიტანა. საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მოკვლევა დაიწყო და გამოიკვეთა შემდეგი:

ამწე ეკუთვნის გორის გამგეობის ააიპ ,,სასმელი წყლების რეგულირებისა და გარე განათების უზრუნველყოფის სამსახურს", რომლის ხელმძღვანელია ბონდო მარუაშვილი.

ბონდო მარუაშვილმა საოლქო კომისიას წერილობით აცნობა, რომ ამწე მისი ნებართვის გარეშე ოფისიდან ზაზა მუზაშვილმა გაიყვანა, ამის გამო, მუზაშვილს საყვედური გამოუცხადა.

ამის შემდეგ, საოლქო კომისიამ ზაზა მუზაშვილის ახსნა-განმარტება მიიღო. ზაზა მუზაშვილს წერს, რომ დავალება არა უშუალოდ მისი ხელმძღვანელისგან, არამედ სხვა აიპის, კერძოდ ,,კეთილმოწყობის" სამსახურის უფროსის, გიორგი ხიდაშელისგან მიიღო.

გიორგი ხიდაშელმა ფაქტი დაადასტურა და აღიარა, რომ ამწე ზაზა მუზაშვილმა მისი დავალებით მიიყვანა ბადრი ნანეტაშვილის ტელევიზიასთან.

ამ პროჟექტორით გორის მერის კანდიდატის დავით ონიაშვილის ბანერი განათდა. გიორგი ხიდაშელი აცხადებს, რომ ,,პროჟექტორი" ჩამოვარდნილი იყო და მისი თხოვნით გასწორდა. ქალაქში კი, კეთილმოწყობის სამუშაოებს მერიის შესაბამისი სამსახური და არა გამგეობის აიპი ასრულებს. ხოლო გიორგი ხიდაშელი ,,შენების მოძრაობის" პროპორციული სიის ნომერია.







Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.