Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
კასპში 10 საჩივრიდან მხოლოდ იგოეთის საარჩევნო უბნის თავმჯდომარე დასაჯეს
სოფელ იგოეთის საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს, დისციპლინარული სახდელის სახით, შენიშვნა მიეცა. ამის თაობაზე გადაწყვეტილება საოლქო კომისიაში ერთსულოვნად მიიღეს.

საქმე ეხება ,,სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლის საჩივარს, რომლის მიხედვით, არჩევნების დღეს, უბანზე ყუთში საკონტროლო ფურცელი ამომრჩევლის მისვლამდე ჩააგდეს და უკან ამოიღეს. საკონტროლო ფურცელს პირველი ამომრჩევლის ხელმოწერა აკლდა.

საოლქო კომისიაში შეტანილი 10 საჩივრიდან, მხოლოდ, ეს საჩივარი დაკმაყოფილდა. საჩივრებიდან სამი ეკუთვნის ,,სამართლიან არჩევნებს", ოთხი - ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას", ხოლო სამი - პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

საოლქო კომისიამ 4 საჩივარი განუხილველად დატოვა, 5 საჩივარი კი, - არ დააკმაყოფილა.

იგოეთის უბანზე კიდევ ერთი ფაქტი დააფიქსირეს, კერძოდ ფუნქციების გადანაწილების მიზნით კომისიის წევრებს შორის წილისყრა ორჯერ მოხდა. საჩივრის განხილვის დროს, ფაქტი კომისიის ყველა წევრმა უარყო.

,,სამართლიანი არჩევნების" კიდევ ერთი საჩივრის მიხედვით, სამთავისის უბანზე ბიულეტენები სამჯერ გადაითვალეს. პირველი დათვლის დროს, გამარჯვებულად ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი გამოცხადდა - მაჟორიტარული კუთხით. ამის შემდეგ, კომისიის წევრებმა ხმები მეორედ და მესამედ დაითვალეს, სამი ბიულეტენიდან ორი გააბათილეს, ერთი კი, - მმართველი გუნდის კანდიდატის სასარგებლოდ ჩათვალეს.

კომისიის წევრებმა, სწორედ, პირველ დათვლაზე ბათილად მიჩნეული 1 ბიულეტენი გამოიყენეს მმართველი გუნდის სასარგებლოდ. საოლქო კომისიაში ,,სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელი უბნის შედეგების მეოთხედ გადათვლას ითხოვდა, რადგან უბანზე ხმების გადათვლა დამკვირვებლების გარეშე, მოხდა.

საოლქო კომისიის წევრებმა საჩივარი განუხილველი დატოვეს, რადგან საჩივარი შემაჯამებელი ოქმის შედგენის შემდეგ იყო დაწერილი.

რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, სამივე საჩივარი ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენლებმა დაწერეს, თანაც იგივე სამთავისის უბანთან დაკავშირებით. პირველი საჩივრით, შემაჯამებელი ოქმის შედეგების გადახედვას, დანარჩენებით კი, - კომისიის წევრების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდნენ.

 

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.