Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
გორის მუნიციპალიტეტში წელს 51 ამომრჩევლით ნაკლები მივიდა არჩევნებზე, ვიდრე - 2014 წელს (INFOGRAPHIC)
მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე გორის 32-ე ოლქის უბნებზე 44 278 მოქალაქე მივიდა, რაც საერთო ამომრჩეველთა რაოდენობის 40.19%-ია. ცესკოს მონაცემებით, ქალაქ გორსა და გორის მუნიციპალიტეტში საერთო ჯამში 110 174 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, საარჩევნო უბანზე არ მივიდა 65 896 ამომრჩეველი.

ამავე უწყების მონაცემებით, 2014 წლის ივნისის თვითმმართველობის არჩევნებზ ქალაქ გორსა და გორის მუნიციპალიტეტში 44 329 ამომრჩეველი მივიდა. (საერთო რაოდენობა 109 517 ამომრჩეველი).

ფაქტობრივად, წლევანდელ თვითმმართველობის არჩევნებზე, ორი წლის წინანდელ არჩევნებთან შედარებით, 51 ამომრჩევლით ნაკლები მივიდა. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის არჩევნებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 657ით მეტია 2014 წლის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობასთან შედარებით.

2017 წელი
საერთო რაოდენობა - 110 174 ამომრჩეველი
მონაწილე - 44 278 ამომრჩეველი (40.19%)
არ მივიდა - 65 896 ამომრჩეველი (59.81%)

2014 წელი
საერთო რაოდენობა - 109 517 ამომრჩეველი
მონაწილე - 44 329 ამომრჩეველი (40.48%)
არ მივიდა - 65 188 ამომრჩეველი (59.52%)

რაც შეეხება გამარჯვებული კანდიდატების შედეგებს, ცნობილია, რომ 2017 წლის არჩევნებზე კოტე თავზარაშვილს ხმა 22 918 მოქალაქემ მისცა. ეს რაოდენობა 4 315 ხმით მეტია, ვიდრე 2014 წელს გორის მერმა და თემის გამგებელმა ერთობლივად მიიღეს.

როგორც ცნობილია, 2014 წელს, ქალაქ გორმა და გორის მუნიციპალიტეტის თემმა ცალ-ცალკე აირჩიეს მერი და გამგებელი. მაშინდელმა მერმა და გამგებელმა საერთო ჯამში 18 603 ხმა მიიღეს.

2014 წელს გამგებლის კანდიდატმა დავით ონიაშვილმა ,,ქართული ოცნებიდან' მიიღო 13 317 ხმა; ხოლო გორის მერის კანდიდატმა ზურაბ ჯირკველიშვილმა - 5 286 ხმა მიიღო; რაც ჯამში 18 603-ს აღწევს. რაც შეეხება 2017 წელს, გორის მერის კანდიდატმა დავით ონიაშვილმა, ამჯერად, ,,შენების მოძრაობიდან" 4 908 ხმა მიიღო.

ხმების ოდენობის შედარება:

2017 წელი 
გორის მერის კანდიდატები

კოტე თავზარაშვილი ,,ქართული ოცნება" - 22 918 ხმა
დავით ონიაშვილი ,,შენების მოძრაობა" - 4 908 ხმა

2014 წელი
გორის მერისა და თემის გამგებლის კანდიდატები

ზურაბ ჯირკველიშვილი ,,ქართული ოცნება" - 5 286 ხმა
დავით ონიაშვილი ,,ქართული ოცნება" - 13 317 ხმა
ჯამი 18 603 ხმა

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.