Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
კნოლევში ჭაბურღილი გამორთეს - პოლიციის განყოფილება წყლის გადასახადს არ იხდის
სოფელ კნოლევში პოლიციის განყოფილების მიერ გახარჯულ წყლის ხარჯს მოსახლეობა არ იხდის. 42-ლარიანი დავალიანების გამო, ენერგო-პრო ჯორჯიამ ჭაბურღილს დენის მიწოდება შეუწყვიტა.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ეს სამი კვირის წინ მოხდა. მათ კი, ზედმეტი დავალიანების გადახდის საშუალება არა აქვთ გუშინ სოფელში ჩვენი ვიზიტის შემდეგ, მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა დღეს გვითხრა, რომ ზედმეტი ხარჯი, 42 ლარი გამგეობამ უკვე დაფარა.

ჭაბურღილის დაკეტვის გამო, მთელი ტვირთი საუბნო ონკანებს დააწვა, სადაც ბუნებრივი წყაროებიდან წყალი თვითდინებით მიედინება. სოფელში სულ სამი ასეთი საუბნო ონკანია, ისიც მიმდევრობით შეერთებული:

,,თავში რომ დაწყვიტო, ბოლოში მაშინ მივა წყალი. ეს სამი კვირაა გაუსაძლისი გახდა ყოფა. ისედაც მცირე რაოდენობით მოდის ეს ბუნებრივი წყალი და ისიც არ გვყოფნის" - გვითხრა ადგილობრივმა მკვიდრმა ნუკრი ქაშინსკიმ. ის, სწორედ, იმ საუბნო ონკანიდან წყლით სავსე ბალონებით მოდიოდა, რომელიც სოფლის ცენტრში, სკოლის შენობის წინ, მდებარეობს.

სოფლის ცენტრში ინტერვიუს ჩაწერის დროს, ერთ-ერთი უბნის მოსახლეობამ გვიხმო.  ,,აი, აქ, წყალი მუდმივად უნდა მოდიოდეს. ჭაბურღილი ხომ დაკეტეს? არც ამ ონკანში მოდის წყალი. იძულებულები ვართ შორიდან მოვიტანოთ წყალი" - აცხადებს ადგილობრივი მკვიდრი.

სოფელ კნოლევში, სადაც სულ 244 ადამიანი ცხოვრობს (2014 წლის აღწერით), ჭაბურღილი 2016 წელს გაკეთდა. მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაზა გულიაშვილის თქმით, ელექტროენერგიის ზედმეტმა ხარჯმა, სულ, 42 ლარი შეადგინა. ,,მე პარასკევს შემატყობინა ჩემმა წარმომადგენელმა, რომ დავალიანების გამო, ჭაბურღილი გამორთულია. იმავე დღეს გადავრიცხეთ თანხა, მაგრამ ხაზინაში გარკვეული პროცედურები დაჭირდა და ამის გამო სოფლის ჭაბურღილს დენი დღეს ორშაბათს მიაწოდეს" - აცხადებს ზაზა გულიაშვილი.

მისი თქმით, ობიექტი გამგეობას ჯერ ჩაბარებული არა აქვს: ,,კომპანია რამდენიმე ჭაბურღილს აკეთებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში. როდესაც ყველას დაამთავრეს, ამის შემდეგ, მოხდება ამ ჭაბურღილის ჩაბარება. რამდენად ხარისხიანი წყალი მოდის, ამაზე პასუხისმგებლები, მხოლოდ, ამის შემდეგ ვიქნებით" - აცხადებს ზაა გულიაშვილი.

ადგილობრივი მკვიდრი ნუკრი ქაშინსკი ამბობს, რომ ჭაბურღილიდან მომდინარე წყალი სასმელად არ ვარგა: ,,ვიყენებთ, მხოლოდ, სარწყავად და სარეცხად. ყველა ამბობს, რომ წყალი არ ვარგაო" - ამბობს იგი.

გარკვეულ ეტაპზე უხარისხო წყლის მოდინებას გამგებელი ადასტურებს. გვითხრა, რომ ცისტერნის შიგნით კედლებს დამცავი საღებავი წასმული არა აქვს: ,,ამიტომ მოდის ხანდახან წყალი ოდნავ შეფერილი, თუმცა, კომპანიამ წარმოგვიდგინა ლაბორატორიული დასკვნა, რომლის მიხედვით, წყალი სასმელად ვარგისია" - აცხადებს იგი.

რაც შეეხება პოლიციის განყოფილებას, ამ ეტაპზე, მომდევნო თვეს, პრობლემა კვლავ შეიძლება დადგეს. ქარელის შს სამმართველოს ქვეგანყოფილებას ცალკე მრიცხველი არ უყენია, შესაბამისად, შს სამინისტროს ბიუჯეტიდან ხარჯის დაფარვა ვერ ხერხდება. სოფლის ჭაბურღილს ყოველდღიურად 250-300 ლარის ოდენობის ელექტროენერგია ჭირდება.


Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.