Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
უფლისციხის ქუჩა 6 თვეა გადათხრილია და რკინიგზისგან საბავშვო სკვერს ორმოები აშორებს
ქალაქ გორში, სადგურის დასახლებაში, უფლისციხის ქუჩა მაისიდან გადათხრილია. კომპანია ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"-ის მუშებს, გეგმის მიხედვით, გასაკეთებელი, მხოლოდ, აღნიშნული ქუჩა დარჩათ.

ასფალტის დასაგებად მიწის გათხრის დროს, დაზიანდა საკანალიზაციო მილები. პარალელურად, წყალმომარაგების კომპანიამ სასმელი წყლის ძველი მილების გამოცვლა გადაწყვიტა. ,,გაზმომარაგების" კომპანიამ კი, ატენის მიმართულებით გაზიფიცირება, სწორედ, სადგურის დასახლების ცენტრალური სისტემიდან განახორციელა.

ამის გამო, უფლისციხის ქუჩაზე მცხოვრებლები (70-მდე ოჯახი) 6 თვეა ორმოების წინ ცხოვრობს. გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქმის გაჭიანურებაში ,,საგზაო სამშენებლო სამმართველოს" ბრალი არ მიუძღვის.

,,სასმელი წყლის სისტემას მოსახლეობის ინდივიდუალური დაერთების პროცესი თითქმის დამთავრებულია და საგზაო სამშენებლო სამმართველო უფლისციხის ქუჩას გააკეთებს." - აღნიშნავს ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი გიორგი გაგნიძე.

ხელშეკრულების მიხედვით, სადგურის დასახლების რამდენიმე ქუჩა, მათ შორის, უფლისციხის ქუჩა, 2018 წლის იანვრამდე უნდა დასრულდეს.



ამავე დასახლებაში, ქარხნის ქუჩაზე ახალი სკვერი და მინი სტადიონიც დაგვიანებით დასრულდა, თუმცა, ,,დასრულებულ ობიექტის" გარშემო მიწის თხრილებია, რაც ბავშვებისთვის სახიფათოა. ასევე, სკვერი რკინიგზის ხაზის გვერდითაა და მისგან იზოლირებული არაა. 





შესყიდვების სამსახურის ცნობით, სადგურის დასახლებაში, ქარხნის ქუჩაზე მდებარე სკვერი ,,ტაოს" 120 დღეში უნდა დაესრულებინა. სექტმბერში მერიის იინფრასტრუქტურის სამსახურმა სამუშაოების შესრულების ვადა 30 ოქტომბრამდე გაუგრძელა.

ჯამში, ქარხნის ქუჩაზე, სკვერისთვის 98 000 ლარი იყო გამოყოფილი. ზედამხედველობის სამსახურის ცნობით, იმ პერიოდისთვის, როდესაც კომპანიას სამუშაოები უნდა დაესრულებინა, ანგარიშზე, მხოლოდ, 55 ათასი ლარი ჰქონდათ გადარიცხული.

რაც შეეხება ჭალის დასახლებას, აქ დაუმთავრებელია ამილახვრის ქუჩა N11 - თან და ძმები რომელაშვილების ქუჩაზე მდებარე ახალი სკვერის რეაბილიტაცია, აქ ძირითადი ვადის ამოწურვისას, სამუშაოები 40%-ით იყო შესრულებული. პროექტის ჯამური ღირებულება აქაც 98 ათასი ლარი.

კიდევ ერთი სკვერი, სადაც სამუშაოები არ დასრულდა, კვერნაკის დასახლებაში ღამბარაულის ქუჩაზე მდებარეობს, აქ კომპანიას მინი სტადიონის რეაბილიტაციაც უნდა მოეხდინა (პროექტის ღირებულება 98 000 ლარი).  ვადაგადაციებულია შინდისის გამზირზე მდებარე სკვერის რეაბილიტაციაც - 38 ათასი ღირებულების სამუშაოები. კომპანია ,,ტაოს" ოფიციალურ ნომერზე, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციაშია მითითებული, უცხო ადამიანები პასუხობენ.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.