Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტში 6-10 ნოემბერს ვაინახური კულტურის დღეები გაიმართება
ვაინახური კულტურის დღეები 6 ნოემბერს, გორის სახელმწიფო სასწავლო
უნივერსიტეტში ქისტური ფოლკლორისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენით
გაიხსნება.
ამის შესახებ ინფორმაციას პანკისის ხეობის სათემო რადიო radioway.ge ავრცელებს. რადიოს ცნობით, ღონისძიებები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება.
კულტურის დღეების ფარგლებში მკითხველს გააცნობენ ვაინახურ თემაზე შექმნილ წიგნებს: "ქისტები", "აბრაგები", "ქისტური ადათ-წესები", "ვაინახების ხელოვნება", "მონადირის მოგონებები", "ვაინახი პერსონაჟები ქართულ მწერლობაში" და სხვა.
ქისტი უხუცესები ხასო ხანგოშვილი და ზაურ გუმაშვილი წაიკითხავენ საჯარო ლექციას თემაზე "ქისტები - წარსული, აწმყო და მომავალი, მათი ადათ-წესები და რელიგიური მრწამსი, ქისტების როლი საერთო კავკასიური კულტურისა და ურთიერთობების განვითარების საქმეში"; ზელიმხან წუწაშვილი კი ისაუბრებს ქისტების ადათობრივი კოდექსის შესხებ.
15:00 საათზე უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდება ანსამბლ "პანკისის" კონცერტი.
8 ნოემბერს, 13:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია"კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის" ხელმძღვანელი იზა ბექაური ისაუბრებს ქისტ ქალთა საბჭოს და მათი როლის შესახებ პანკისის ხეობის განვითარებაში სფეროში. ნაჩვენები იქნება პანკისსა და ქისტ ქალებზე გადაღებული ვიდეორგოლები; ქისტი პოეტები დამსწრე საზოგადოებას საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ, მექა ხანგოშვილი კი ისაუბრებს ჩეჩნურ ენაზე თარგმნილი ქართული პოეზიის შესახებ, თუ რა ადგილი უკავია საქართველოს ვაინახი პოეტების შემოქმედებაში;
15:00 საათზე გაიმართება დუისის საჯარო სკოლასთან არსებული საბავშვო თეატრის სპექტაკლის "ღია შუშაბანდის" ჩვენება.
10 ნოემბერს, 13:00 საათიდან ვაინახური კულტურის დღეები სპორტული ღონისძიებებით გაგრძელდება; 15:00 საათზე გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე "ქისტები ქართულ ზეპირსიტყვიერებაში, მწერლობასა და პოეზიაში". ამავე დღეს დაგეგმილია შეხვედრა ცნობილ საზოგადო მოღვაწეებთან - ამირან არაბულთან, ეთერ თათარაიძესთან, ტარიელ ხარხელაურთან, თიანათინ მღვდლიაშვილთან და ერეკლე საღლიანთან.
ვაინახური კულტურის დღეები გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საზეიმოდ დაიხურება.
აღსანიშნავია, რომ ერთი თვის წინ, 9 ოქტომბერს, გორში, არტ-კაფეში პანკისელ პოეტს კანეი ხანგოშვილს უმასპინძლეს. პოეზიის საღამო ,,მეგობრობის ხიდი - ქართლოსისა" და ,,საქართველოს მოხალისეს" ორგანიზებით ჩატარდა.
მას ახალგაზრდა, მათ შორის, ადგილობრივი პოეტები ესწრებოდნენ. პანკისიდან გორში სტუმრად ჩეჩნურ-ვაინახური დიასპორის წარმომადგენელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მექა ხანგოშვილიც იმყოფებოდა.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |