Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
ნიქოზის სკოლის დირექტორი სამსახურიდან გაათავისუფლეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის სკოლის დირექტორმა თამაზ
მელანაშვილმა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ბრიფინგი
გამართა. მისი თქმით, მმართველი პარტიის ,,ქართული ოცნების"
წარმომადგენლები მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ.
თამაზ მელანაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს და აცხადებს, რომ ადგილი აქვს ანგარიშსწორება. მისი თქმით, ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლები (სოფლის დეპუტატები საკრებულოში მერაბ მელანაშვილი და გელა კაპანაძე) ითხოვდნენ საკადრო პოლიტიკაში ჩარევას და ისეთი პედაგოგების დანიშვნას სამსახურში, რომელიც მათ სურდათ.
,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ბრიფინგს გიორგი ბოტკოველი უძღვებოდა. ის აცხადებს, რომ მელანაშვილის გათავისუფლებაში უშუალოდ შიდა ქართლის გუბერნატორი მონაწილეობდა. მან გაიხსენა მიმდინარე წლის ზაფხულში სკოლის შესასვლელში გამართული აქცია, სადაც ,,ქართული ოცნების" მომხრეებთან ერთად, გუბერნატორიც იმყოფებოდა. გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ თამაზ მელანაშვილი უკანონოდ, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
ნიქოზის სკოლის აწ უკვე ყოფილ დირექტორს პედაგოგებთან დაპირისპირების ხანგრძლივი ისტორია აქვს. სწორედ, მას ადანაშაულებდნენ პოლიტიკურ დევნაში.
თამაზ მელანაშვილი მედიის ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ 2008 წელს მოექცა. როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების დროს, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო.
იმჟამად, ადგილობრივ გაზეთ ,,ქართლის ხმის" ცნობით, კომისიის თავმჯდომარის თამაზ მელანაშვილის ხელშეწყობით, უბნიდან უცხოელი დამკვირვებლები გააძევეს, რომლებსაც გამოძიებისთვის დაუდგენელმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ნიქოზში ბათილად გამოცხადდა.
2010 წელს ნიქოზის სკოლის დირექტორმა სამსახურიდან საბუნებისმეტყველო მეცნიერების პედაგოგი ციცინო ჯავახიშვილი გაათავისუფლა.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა საჯარო ინფორმაციის მიღება სკოლის ადმინისტრაციიდან სცადა.
წერილობით განცხადებაში ჟურნალისტი თამარ ხიდაშელი ითხოვდა, რომ მიეწოდებინათ პედსაბჭოს სხდომის ოქმი, განათლების სამინისტროს გენერალური ინპექციის დასკვნის მასალები და ინგლისური ენის პედაგოგის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.
აღნიშნული განცხადება დირექტორმა არ ჩაიბარა, ჟურნალისტის გაძევება შენობიდან ჯერ ყვირილით სცადა, ხოლო, შემდეგ ის კიბეებიდან დააგორა, რომელსაც ძალის გამოყენებით დაატოვებინა შენობა.
ფაქტზე გამოძიება დაიწყო, თუმცა, ჟურნალისტს დღემდე არ ჩაბარებია გორის პროკურატურიდან წერილობით განცხადება - საქმეზე დაწყებული გამოძიების შეწყვეტის ან მიმდინარეობის შესახებ.
თამაზ მელანაშვილმა პედაგოგი მზია მოსიაშვილი რამდენჯერმე გაათავისუფლა, თუმცა, სასამართლოს მეშვეობით, როგორც მზია მოსიაშვილი აცხადებდა, თავი აღიდგინა.
ბოლოს, 2012 წელს დირექტორსა და პედაგოგს შორის დაპირისპირება სადამრიგებლო კლასის ჩამორთმევამ გამოიწვია. მზია მოსიაშვილმა დირექტორის მოხსნის მოთხოვნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა.
მიუხედავად ამისა, სამინისტროს წარმომადგენლებმა დირექტორის შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილება არ მიიღეს.
მზია მოსიაშვილი კი, სკოლიიდან, საბოლოოდ, 2013 წლის იანვარში, ახალი წლის დღეებში, გაათავისუფლა.
თამაზ მელანაშვილი, 2012 წლის სექტემბერში, პოლიტიკური მოძრაობა ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, წინასაარჩევნო კამპანიისას, დაუპირისპირდა.
მან და რამდენიმე პედაგოგმა, სხვა ადგილობრივებთან ერთად, კახი კალაძეს საარჩევნო შეხვედრა ჩაუშალეს.
სკოლის დირექტორის პოლიტიკური აქტიურობა ამით არ დამთავრებულა.
სკოლის მოსწავლეებმა მას ფარულად ის გაკვეთილი ჩაუწერეს, სადაც თამაზ მელანაშვილი მოსწავლეებს იმ დროინდელი მმართველი გუნდის მხარდაჭერის აუცილებლობაზე ესაუბრობდა. მაშინდელი მმართველი გუნდი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იყო.

2008
წელი

პედაგოგ ციცინო ჯავახიშვილის
საქმე

მესამე
ფაქტი: დაპირისპირება მზია მოსიაშვილთან
თამაზ მელანაშვილმა პედაგოგი მზია მოსიაშვილი რამდენჯერმე გაათავისუფლა, თუმცა, სასამართლოს მეშვეობით, როგორც მზია მოსიაშვილი აცხადებდა, თავი აღიდგინა.
ბოლოს, 2012 წელს დირექტორსა და პედაგოგს შორის დაპირისპირება სადამრიგებლო კლასის ჩამორთმევამ გამოიწვია. მზია მოსიაშვილმა დირექტორის მოხსნის მოთხოვნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა.
მიუხედავად ამისა, სამინისტროს წარმომადგენლებმა დირექტორის შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილება არ მიიღეს.
მზია მოსიაშვილი კი, სკოლიიდან, საბოლოოდ, 2013 წლის იანვარში, ახალი წლის დღეებში, გაათავისუფლა.
საარჩევნო პროცესებში
ჩარევა
თამაზ მელანაშვილი, 2012 წლის სექტემბერში, პოლიტიკური მოძრაობა ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, წინასაარჩევნო კამპანიისას, დაუპირისპირდა.
მან და რამდენიმე პედაგოგმა, სხვა ადგილობრივებთან ერთად, კახი კალაძეს საარჩევნო შეხვედრა ჩაუშალეს.
სკოლის დირექტორის პოლიტიკური აქტიურობა ამით არ დამთავრებულა.
სკოლის მოსწავლეებმა მას ფარულად ის გაკვეთილი ჩაუწერეს, სადაც თამაზ მელანაშვილი მოსწავლეებს იმ დროინდელი მმართველი გუნდის მხარდაჭერის აუცილებლობაზე ესაუბრობდა. მაშინდელი მმართველი გუნდი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იყო.
Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |