Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
,,სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლების შეფასება არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობის შესახებ
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მონიტორინგს 6 საარჩევნო ოლქში ახორციელებს. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგება 317 საუბნო, 6 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 6 მობილური ჯგუფისგან. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს 8 ოპერატორისა და 6 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები.

მიმდინარე არჩევნებზე „სამართლიანმა არჩევნებმა“ დამკვირვებლები მიავლინა ქუთაისის, მარტვილის, ოზურგეთის, ხაშურის, ბორჯომისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქების ყველა საარჩევნო უბანზე.

პირველი ტურის მსგავსად, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს „სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით აკვირდება, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დროულად აღმოვაჩინოთ დარღვევები, სისტემურად შევაფასოთ არჩევნების დღის პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე.

„სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ ინფორმაციას 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობისა და ამ დროისთვის დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.

ძირითადი დასკვნები

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების ინფორმაციით, 15:00 საათის მდგომარეობით, კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა ოზურგეთის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა და 12 საათისთვის 21.6% შეადგინა.

ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 11, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში - 10 საჩივარი; ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 2 შენიშვნა. 

12:00 საათისთვის ექვსი ოლქის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 11.5% შეადგინა, რაც უფრო დაბალი მაჩვენებელია (16.3%) არჩევნების პირველ ტურთან შედარებით

ქვემოთ მოცემულ საარჩევნო ოლქებში ამომორჩეველთა აქტივობა შემდეგია:

ოზურგეთი - 21.6%
ბორჯომი - 18.1%
ყაზბეგი - 17.3 %
ხაშური - 11.6 %
მარტვილი - 11.5%
ქუთაისი - 6.1%

PVT-ის ინფორმაციის ანალიზი, ასევე, იძლევა საშუალებას ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემების საფუძველზე დადგინდეს თითოეულ დასაკვირვებელ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის სიჩქარე. მიღებული ინფორმაციის თანახმად, უბნების 92.1%-ში ხმის მიცემის სისწრაფე წარმოადგენდა ერთ ამომრჩეველს წუთში, ხოლო უბნების 7.9%-ში ხმის მიცემის სისწრაფე იყო 1-დან 2 ამომრჩევლამდე წუთში. ამ მხრივ აღსანიშნავია ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სადაც უბნების 32.3%-ზე ხმის მიცემის სიწრაფემ წუთში 1-დან 2 ამომრჩევლამდე შეადგინა.

დარღვევები

ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება:

• #36 ბორჯომის საარჩევნო ოლქის #15 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორს 2 ამომრჩეველს სიაში ხელი არ მოაწერინა;
• #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #57 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს სიაში ხელი არ მოაწერინა.
• #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელზე ამომრჩევლის რეგისტრაციის მისამართი მითითებული არ არის.

მარკირების არასწორად გაკეთება:


• #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე ორმა რეგისტრატორმა 3 ამომრჩეველს მარკირება მარჯვენა ხელის ნაცვლად, მარცხენაზე გაუკეთა, მიუხედავად იმისა, რომ ამის საჭიროება არ არსებობდა.

არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემა:


• #36 ბორჯომის საარჩევნო ოლქის #21 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ვადაგასული პირადობის მოწმობით მისცა ხმა.

ბიულეტენის არასწორად მოთავსება ყუთში:


• #35 ხაშურის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი კონვერტის გარეშე ძირითადი ყუთის ნაცვლად გადასატან ყუთში მოათავსა.

გადასატან ყუთში კონვერტების ჩაყრა:

• #36 ბორჯომის საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის გამყოლ კომისიის წევრებს სამი კონვერტი ჩაუვარდათ გადასატან ყუთში.

„სამართლიანი არჩევნები“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ. შევახსენებთ ამომრჩევლებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ID ბარათი ან პასპორტი.

„სამართლიანი არჩევნების“ მომდევნო განცხადება გამოქვეყნდება 19:00 სთ-ზე.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.