Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
,,ცხინვალის ლიახვს" სტადიონზე სავარჯიშოდ ფეხბურთელების ტრანსპორტირების თანხა ამოეწურა
საფეხბურთო კლუბ ,,ცხინვალის ლიახვს" ფინანსური პრობლემები აქვს. ამის
თაობაზე კლუბის ხელმძღვანელი გია დათაშვილი ოფიციალურ სტრუქტურებს
მიმართავს. მისი თქმით, 21 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე ფეხბურთელები
სტადიონზე სავარჯიშოდ ვეღარ ივლიან.
ამის მიზეზი სხვადასხვა დასახლებებში მცხოვრები ფეხბურთლების ტრანსპორტირებისთვის გათვალისწინებული ხარჯების ამოწურვა გახდა. ტრანსპორტირებისთვის წლის განმავლობაში 5 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. კლუბი ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობას ეკუთვნის.
კლუბს სტადიონი დუშეთში აქვს დაქირავებული, რომელიც შპს ,,ოლიმპიურ სახლს" ეკუთვნის. 30 ნოემბრის შემდეგ, სავარაუდოდ, ისინი ამ სტადიონსაც დატოვებენ, რადგან ხელშეკრულების ვადა იწურება.
,,კლუბის პერსონალი და ფეხბურთელები ჩასახლებული არიან საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე, გუნდს არა აქვს საკუთარი სტადიონი და სავარჯიშო ბაზა, რის გამოც მთელი სეზონის მანძილზე გვიხდება ვარჯიშისათვის საფეხბურთო სტადიონის ქირავნობა, კერძოდ 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით ჩვენი ფეხბურთელები ვარჯიშობენ შ.პ.ს. „ოლიმპიური სახლი“-ს საკუთრებაში არსებულ სტადიონზე, რომელიც ტერიტორიულად მდებარეობს ქ. დუშეთში. აღნიშნულიდან გამომდინარე გვიწევს ფეხბურთელების ტრანსპორტირება თბილისიდან დუშეთში და უკან." - წერს გია დათაშვილი ერედვის მუნიციპალიტეტს.
კლუბმა ფინანსური პრობლემების გამო დიღმის მასივში ხელოვნურსაფარიან საფეხბურთო მოედანზეც შეწყვიტა ვარჯიშობა, რომელიც ს.ს. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“-ს ეკუთვნის.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |