Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმების შესახებ CENN–ი განმარტებას ითხოვს
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის
წარმომადგენლები, გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმების ფაქტს,
უარყოფითად აფასებენ. განცხადება, რომელსაც სარეკომენდაციო ხასიათი
გააჩნია, CENN-მა დღეს გაავრცელა.
CENN–ის წინასწარი შეფასებით, საქართველოს მთავრობის განცხადებებში იკვეთება გადაწყვეტილებების ნაჩქარევად, დასაბუთებისა და მონაწილეობრივი პროცესების გარეშე, გაუმჭვირვალედ მიღების რისკი, რამაც შეიძლება შეაფერხოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და ზიანი მიაყენოს საქართველოს, როგორც პარტნიორი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს. პირველ რიგში, ეს ეხება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გაუქმება/რეორგანიზაციას.
საქართველოს ხელისუფლებამ სამთავრობო ცვლილება 2017 წლის 14 ნოემბერს დაიწყო. გარემოს დაცვის სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროს უერთდება.
CENN მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება, მით უფრო, არსებული ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით (რთულ სოციალურ–ეკონომიკურ ფონზე მიმდინარე ევროკავშირთან ასოცირებისა და დემოკრატიული ფასეულებების დამკვიდრების ინტენსიური პროცესი), მოითხოვს სიღრმისეული ანალიზისა და ფართო დისკუსიის წარმართვას, რომელშიც აქტიურად უნდა იყოს ჩართული საქართველოს ხელისუფლების ყველა რგოლი, სამოქალაქო საზოგადოება, ევროკავშირი და დიპლომატიური კორპუსი, რომელთა მხარდაჭერითაც ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეფორმები და პროგრამები ხორციელდება.
CENN მიმართავს საქართველოს მთავრობას:
– საზოგადოებას წარედგინოს აღნიშნული ცვლილების (გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გაუქმება/რეორგანიზაცია) განხორციელების აუცილებლობის დასაბუთებული არგუმენტაცია;
– მომზადდეს და ფართო საზოგადოებას განხილვისთვის წარედგინოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობების (მათ შორის, ასოცირების შეთანხმებისა და სხვა საერთაშორისო ვალდებულებების), მისი უფლებამოსილებების, ფუნქციების, მიმდინარე პროგრამების, სამართლებრივი პროექტების და მათი განხორციელების გადაბარების დეტალური გეგმა შესაბამისი უწყებებისათვის;
– განისაზღვროს გონივრული ვადა, რაც საზოგადოებას (მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებას) საშუალებას მისცემს, მოახდინოს წარმოდგენილი დეტალური გეგმის ანალიზი და შენიშვნების მიწოდება მისი გაუმჯობესების მიზნით;
– დაანონსებული ცვლილებების პაკეტი შემუშავდეს მხოლოდ შემოთავაზებული მონაწილეობრივი პროცესის შედეგად შეთანხმებული გეგმის საფუძველზე და დასამტკიცებლად წარედგინოს პარლამენტს.
აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გარანტირებულ დაცვას, ცვლილებების სწორად დაგეგმვას და სახელმწიფო სტრუქტურების მიერ უფლებამოსილებების ეფექტიან განხორციელებას. ამავდროულად, CENN გამოთქვამს მზაობას, ითანამშრომლოს მონაწილეობრივი პროცესის ნებისმიერი ალტერნატიული სცენარის შემუშავებისა და წარმართვის პროცესში.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |