Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
თბილისში მიმდინარე სპეცოპერაციის გაშუქებას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყურადღებით აკვირდება თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის გაშუქებას და შეშფოთებას გამოხატავს იმ ფაქტის გამო, რომ სამართალდამცავები ვერ უზრუნველყოფენ პერიმეტრის იმგვარად დაცვას, რომ არ გასაჯაროვებულიყო მნიშვნელოვანი დეტალები სპეცრაზმელებისა და ტექნიკის განლაგებასთან დაკავშირებით, რაც საფრთხის შემცველია როგორც სპეცოპერაციაში მონაწილე პირების, ისე ადგილობრივი მოსახლეობისა და ადგილზე მყოფი ჟურნალისტების უსაფრთხოების თვალსაზრისით.

სამართალდამცავების მოქმედების მიუხედავად, მედიას აქვს ვალდებულება დეტალურად არ გააშუქოს ანტიტერორისტული ან თავდაცვითი ქმედებები, რამაც შესაძლოა რადიკალური დაჯგუფებების ქმედებების შეცვლა და ოპერაციის ჩავარდნა გამოიწვიოს.

ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს დაუდასტურებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოქალაქეთა „ტერორისტებად“ მოხსენიებას და გარკვეულ ეთნიკურ ჯგუფთან მათ დაკავშირებას, რადგან ამგვარი ინფორმაცია მხოლოდ ნეგატიურ სტერეოტიპებს აღვივებს და ხელს უწყობს სტიგმატიზაციას. ამიტომაც მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი აარიდონ ამგვარი სავარაუდო კავშირის ჩვენებას, არამხოლოდ საკუთარ ტექსტებში, არამედ მოქალაქეთა კომენტარების შერჩევისას.

ამასთან,მედია ყურადღებით უნდა მოეკიდოს მოქალაქეთა მიერ გადაღებული მასალის ეთერში გაშვებას.

სპეცოპერაციის გაშუქებისას მედიამ, ერთის მხრივ, არ უნდა მიენიჭოს გადაჭარბებული მნიშვნელობა მომხდარ ამბავს და არ გამოიწვიოს პანიკა საზოგადოებაში და, მეორეს მხრივ, მოქალაქეებს მისცენ შესაძლებლობა მიიღონ სრული ინფორმაცია მიმდინარე მოვლენების შესახებ. გაშუქებისას გამოყენებული უნდა იყოს ნეიტრალური ტონი. მედია ყურადღებით უნდა მოეკიდოს ვიდეო და ფოტო კადრების გამოყენებას, მათ შორის, როცა ამას ავრცელებენ თვითმხილველი მოქალაქეები.

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.