Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
,,თუ ფული არა გაქვთ, ვერ გადავიყვანთ კლინიკაში" - კატასტროფის ცენტრის პასუხი უპასპორტო პაციენტის ახლობლებს
ონკოლოგიური ავადმყოფი, მძიმე მდგომარეობაში მყოფი 62-წლის ლეილა ისმაილოვა ონკოლოგიურ საავადმყოფოში დღესაც არ გადაიყვანეს. ის ამჟამად კასპის ,,მედალფას" კლინიკაშია და მისი მკურნალობის ხარჯებს კომპანია საკუთარი ბიუჯეტიდან დაფარავს.

ლეილა ისმაილოვა, გუშინ საღამოს, 8:30 წუთზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადამ სოფელ ფერმადან კასპის საავადმყოფოში მიიყვანა. დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, საჭირო გახდა ონკოლოგიურ საავადმყოფოში მისი გადაყვანა. კატასტროფის ცენტრის წარმომადგენლებმა პაციენტის ახლობლებს გადაყვანაზე უარი უთხრეს, იმ მოტივით, რომ სპეციალიზირებულ საავადმყოფოში მას, უფულობის გამო, არ მიიღებდნენ.

ლეილა ისმაილოვა საქართველოს მოქალაქე არაა, თუმცა ის წლებია ქვეყანაში ცხოვრობს. დევნილია ყარაბაღიდან და 6-წლის წინ ელისო ნორზალოვმა სოფელ ფერმაში შეიკედლა. უპასპორტობის გამო კი, საყოველთაო დაზღვევის პროგრამით სარგებლობაზე უარი უთხრეს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გადაიღო პაციენტის ახლობლისა და კატასტროფის ცენტრის წარმომადგენლის საუბარი. როგორც ირკვევა, ყოფილა შემთხვევა, როდესაც კლინიკებს კატასტროფის ცენტრის მანქანით მიყვანილი პაციენტი არ მიუღიათ, უსახსრობის გამო.

,,პაციენტი უმძიმეს მდგომარეობაშია. ჩვენ პირველადი დახმარება გავუწიეთ. რაც შეგვიძლია, გავაკეთეთ, მაგრამ საჭიროებს შესაბამის კლინიკაში გადაყვანას" - ამბობს კასპის საავადმყოფოს მორიგე ექიმი.

,,ისეთი ტკივილები აქვს, ბოლო ხმაზე ყვიროდა. სასწრაფოდ წამოიყვანეთ საავადმყოფოში" - ამბობს სოფელ ფერმაში მცხოვრები ელისო ნორზალოვი.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, რომ პაციენტის ახლობლებმა კატასტროფის ცენტრს გადაყვანაზე თავად განუცხადეს უარი. ელისო ნორზალოვი ამბობს, რომ 600 ლარი მათ არა აქვთ.

კასპის ,,მედალფას" კლინიკის თანამშრომლები ამბობენ, რომ ისინი ორშაბათამდეც დაელოდებიან ჯანდაცვის სამინისტოდან შესაბამის გადაწყვეტილებას: ,,პაცინტი, სადამდეც საჭიროა, ჩვენთან იქნება." - გვითხრეს კასპის კლინიკაში.

 


Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.