Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფრის მოსაპოვებლად 604-მა პირმა მიმართა
2017 წლის სექტემბერის მონაცემებით, საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და
ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში
"სამინისტრო") თავშესაფრის მაძიებელმა 604 პირმა მიმართა. სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამავე პერიოდისთვის 380 განმცხადებლის საქმეს შეისწავლიდნენ. სულ ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსით 1480 პირი სარგებლობს.
ამის შესახებ, დღეს, სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. 2017 წლის 5 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა დიპლომატიურ კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს 2017 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაცია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღის, 10 დეკემბრის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ცივილიზებული სამყარო 1948 წლიდან აღნიშნავს.
2017 წლის მაისში, სამინისტროსა და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, ინტეგრაციის ცენტრი გაიხსნა. მისი მიზანია ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა სოციალურ–ეკონომიკური და კულტურული ინტეგრაციის
პროცესის ხელშეწყობა და მათ საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელება. სახალხო დამცველი მიესალმება ცენტრის გახსნას და მიიჩნევს, რომ იმ სირთულეების გათვალისწინებით, რაც თან ახლავს ინტეგრაციის პროცესს, მნიშვნელოვანია ცენტრში შემუშავებული პროგრამების
გაფართოება და მათი კონკრეტულ ბენეფიციარებზე მორგება.
2017 წელს ძალაში შევიდა საქართველოს კანონი "საერთაშორისო დაცვის შესახებ", რითაც საქართველოს კანონმდებლობა "ლტოლვილის სტატუსის შესახებ" გაეროს 1951 წლის კონვენციას მთელ რიგ საკითხებში დაუახლოვდა. მიუხედავად იმისა, რომ ახალმა კანონმა გაითვალისწინა საერთაშორისო
დაცვის სტანდარტებთან დაკავშირებით მიღებული ევროკავშირის საკვალიფიკაციო დირექტივის დებულებები, მასში რჩება დებულებები, რომლებიც გადახედვას საჭიროებს.
კერძოდ, სახალხო დამცველის აზრით, საერთაშორისო დაცვის სტატუსის განსაზღვრის პროცედურისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადები არაგონივრულად ხანგრძლივია. სტატუსის განსაზღვრის პროცედურის გაჭიანურებამ, როგორც თავშესაფრის მაძიებლებს, ისე საერთაშორისო დაცვის მქონე პირებს, შეიძლება ხელი შეუშალოს, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებით, მათ შორის, განათლების, დასაქმების, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის ხელმისაწვდომობის, სარგებლობაში, რაც აღნიშნულ პირთა ინტეგრაციის პროცესის ხელშესაწყობად, უმნიშვნელოვანესია.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |