Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
82-წლის ასაკში გორელი მათემატიკოსი ალბერტ ხაბელაშვილი გარდაიცვალა
ცნობილი გორელი მათემატიკოსი და მეცნიერი ალბერტ ხაბელაშვილი 81-წლის
ასაკში გარდაიცვალა. ის ქ.გორის ვაჟთა 1 საშუალო სკოლის 1953 წლის
კურსდამთავრებულებმა: ჯუმბერ ალავერდაშვილმა, გურამ ბერძენიშვილმა,
ანზორ გასიტაშვილმა, ანზორ მცურავიშვილმა, ზურაბ იონათამიშვილმა,
რევაზ თოროზაშვილმა და გულო ჯულაყიძემ გაიხსენეს.
თანაკლესელები ამბობენ, რომ ოქროს მედალოსანი ალბერტ (ფაცო) ხაბელაშვილი უზუმოდ შეყვარებული იყო საქართველოზე და მშობლიურ ქალაქ გორზე. ცნობილი მეცნიერი მოსკოვში გარდაიცვალა.
,,ალბერტმა სკოლის წარმატებით დამთავრების შემდეგ ასევე წარმატებით დაამთავრა მოსკოვის მ. ბაუმანის სახელობის ინსტიტუტი და იქვე დატოვეს ენერგეტიკული დანადგარების ლაბორატორიის უფროსად. 1980 იან წლებში ის მუშაობას განაგრძობს საკავშირო განათლების სამინისტროში განათლების და მეცნიერების განხრით. პარალელურად ეწეოდა მეცნიერულ მოღვაწეობას მონაწილეობას ღებულობდა საერთაშორისო კონკურსებში და კონფერენციებში. ვინც შემოვრჩით კლასელები, გვინდა სამძიმარი გამოვუცხადოთ ოჯახის წევრებს ნათესავებსა და ახლობლებს." - განუცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს რევაზ თოროზაშვილმა.
ალბერტ ხაბელაშვილს ეკუთვნის მთელი რიგი სამეცნიერო ნაშრომებისა მათემატიკაში. მათ შორის წიგნი "მათემატიკის გადაუჭრელი პრობლემები".
,,მან პრაქტიკულად ამოხსნა მრავალი შეიძლება ითქვას ამოუხსნელი ამოცანები აპოლონის, არქიმედის, ფერმას ნამუშევრების მიხედვით. მისი მოხსენებები მოსმენილი და მოწონებული იქნა მრავალ საერთაშორისო კონფერენციებზე (ბელგია, მექსიკა, ჩილე, სეული, მოსკოვი). ბოლო მისი ნაშრომი "მათემატიკური ანალიზის ახალი ხერხი" მოსმენილი იქნება უკვე მის გარეშე 2018 წელს 28 –ე საერთაშორისო კონფერენციაზე რიო-დე-ჟანეიროში. იხილებოდა საკითხი მისთვის სამეცნიერო ხარისხის – მეცნიერებათა დოქტორის მინიჭების შესახებ. ის იყო მრავალმხრივ ერუდირებული ადამიანი, თავმდაბალი, პატიოსანი, საქართველოზე და გორზე შეყვარებული პიროვნება. ალბერტ ხაბელაშვილის გამორჩეული პიროვნების ყველასადმი ყურადღებიანი და გულისხმიერი ადამიანის ხსოვნა სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში. " - ამბობს რევაზ თოროზაშვილი.
ფოტოზე: ალბერტ ხაბელაშვილი ოჯახთან ერთად
რესურსები:

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |