Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
სპორტსმენები და გარემოს დამცველები ხვალ გორიჯვრის ტერიტორიას დაასუფთავებენ
12 დეკემბერს 14:00 საათზე გორიჯვრის მიმდებარე ტერიტორიას სპორტსმენები და გარემოს დამცველები დაასუფთავებენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელიდან აცნობეს.

ორგანიზაციის წარმომადგენლის ცნობით, ტერიტორიის სისუფთავის შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობას CENN აიღებს. კამპანია, USAID მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის - ,,ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში," - ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, 12 დეკემბერს, CENN–ის თანამშრომლები, გორის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლების გაერთიანების თანამშრომლებთან და სკოლის სპორტსმენებთან ერთად, გორიჯვრის მიმდებარე ტერიტორიას დაასუფათვებენ,
რის შემდეგაც ტერიტორიაზე განთავსდება ბანერ(ებ)ი, მომავალი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით.

,,კამპანია ჩვენ გარემოსთვის მიზნად ისახავს კერძო კომპანიების, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი მოსახლეობისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირის ჩართვას საქართველოში სუფთა და მწვანე გარემოს შენარჩუნებაში. კამპანიის პირველი ღონისძიება 7 ოქტომბერს გაიმართა, როდესაც გაფორმდა მემორანდუმი CENN–სა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი პირველი ინსტიტუცია იყო, რომელიც კამპანიაში ჩაერთო და უნივერსიტეტის მიმდებარედ არსებული სკვერის სისუფთავეზე აიღო პასუხისმგებლობა." - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

კამპანია მოუწოდებს კერძო კომპანიებს, მეწარმეებს, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებს, ადგილობრივ მოსახლეობასა და სხვა დაინტერესებულ პირებს, ხელი შეუწყონ ქვეყანაში გარემოსადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების განვითარებას და თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა მწვანე აქტივობების დანერგვას.

კამპანიის ფარგლებში დაინტერესებულ ორგანიზაციებსა და პირებს შეუძლიათ, აირჩიონ კონკრეტული ტერიტორია, რომლის სისუფთავესა და შემდგომ მოვლაზე აიღებენ პასუხისმგებლობას. ტერიტორიის იდენტიფიცირების შემდეგ, CENN–ის დახმარებით, მოხდება ტერიტორიის პირველადი დასუფთავება, დამონტაჟდება საინფორმაციო ბანერი, რომელიც საზოგადოებას ამცნობს ტერიტორიის სისუფთავეზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის შესახებ. ორგანიზაციის მხრიდან ტერიტორიაზე პატრონაჟის აღება გამოიხატება ტერიტორიის სისუფთავის მონიტორინგში და საჭიროებისამებრ დასუფთავების აქტივობების განმეორებაში.

პროგრამა საქართველოს მთავრობას ეხმარება ქვეყნის ნარჩენების მართვის სექტორის მოდერნიზებაში და მხარს უჭერს მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას ნარჩენების სეპარაციისა და გადამუშავების პრაქტიკის დანერგვით. პროგრამა ხელს უწყობს ინოვაციური მიდგომების, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას და ძლიერი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას მდგრადი განვითარების გამოწვევების გადასაჭრელად.

WMTR II პროგრამა საქმიანობას საქართველოს სამ რეგიონში – კახეთი, შიდა ქართლი, აჭარის ა.რ. და ქალაქ თბილისში ახორციელებს შემდეგი ოთხი ძირითადი მიმართულებით: ნარჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემის განხორციელება ნარჩენების გადამმუშავებელი კერძო სექტორის განვითარება; ნარჩენების უკანონო განთავსების ჯარიმები და სატარიფო პოლიტიკა; საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.