Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
გორელი მძღოლი რუსთავში დააჯარიმეს - ორი ქალაქის სასამართლო საჩივრის განხილვაზე ვერ თანხმდება
მძღოლს, რომელიც გორშია დაბადებული, თუმცა საპატრულო ჯარიმა რუსთავში გამოუწერეს, ორი ქალაქის სასამართლომ საჩივრის განხილვაზე უარი უთხრა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ერთ-ერთმა ადვოკატმა სასამართლო გადაწყვეტილებები წარუდგინა.

საქმე ეხება 2017 წლის 28 მარტს გამოწერილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც ერთ თვეში რუსთავის სასამართლოში გასაჩივრა. ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილის მიხედვით შედგა. (ავტოსაგზაო შემთხვევა, რამაც სხეულის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია).

საპატრულო, 250-ლარიანი ჯარიმა მოქალაქემ რუსთავის სასამართლოში 2017 წლის 28 აპრილს შეიტანა. 2017 წლის პირველ მაისს რუსთავის მოსამართლემ მის განხილვაზე უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ საჩივარი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, უნდა განხილულიყო.

რუსთავიდან გორში გადაგზავნილი საჩივარი გორის მოსამართლემაც არ განიხილა. მისი აზრით, საჩივარი იმ სასამართლოს უნდა განეხილა, სადაც ოქმი, - რუსთავში გამოიწერა. მეტი სიცხადისთვის, საჩივარი, ე.წ. განსჯადობის გასარკვევად, უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატას მიაწოდა.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გორელ მძღოლის საჩივარი, კვლავ, რუსთავში დააბრუნეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა მასალები ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილეს, შეამოწმეს რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და გორის რაიონული სასამართლოს განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდნენ დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (მე 20-ე მუხლი) გათვალისწინებული განსჯადობის წესები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს. მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორმა აირჩია განსჯადი სასამართლო და საჩივარი წარადგინა სამართალდარრვევის ჩადენის ადგილის მიხედვით.

შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გადაწყვეტილებით, განსჯადობის საკითხი საჩივრის ავტორის არჩევანის შესაბამისად, გადაწყდა. 2017 წლის ნოემბერში (9 თვის შემდეგ) საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს დაუბრუნდა.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.