Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
მეცენატი, რომელმაც დევნილებს წიწაკა გაუგზავნა, რუსეთის მოქალაქეა
კარალეთის დევნილთა დასახლებაში დარიგებული წიწაკის მეპატრონე,
რუსეთის მოქალაქე დავით რობანიშვილია. ამის შესახებ მასალები შიდა
ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მოიძია. რობანიშვილი შპს ,,ახალი ბაღის“
დირექტორია, რომელმაც 20 ჰა-ზე სანერგე მეურნეობა სოფელ პატარა
გარეჯვარში (კარალეთის თემი) გააშენა.
,,ახალი ბაღის“ ამჟამინდელი მფლობელები არიან დავით და ტარიელ რობანიშვილები (მამა-შვილი, ორივე რუსეთის მოქალაქე) და იოსებ ფარეხელაშვილი (20%).
კარალეთის დევნილთა დასახლების წარმომადგენელი კახა მაისურაძე ამბობს, რომ წიწაკა დევნილებს, სწორედ, სანერგე მეურნეობამ დაურიგა. მისი განმარტებით, სატვირთო მანქანით, ,,ახალი ბაღისგან“ გამოგზავნილი პროდუქტი მის სახლში დაცალეს, საიდანაც გაანაწილეს.
,,რაკი ჩემი სახლიდან განაწილდა ეს წიწაკა, სწორედ, ამიტომ დაუკავშირეს ამ ფაქტს ქურთის მუნიციპალიტეტი, თორემ, ეს წიწაკა ხელისუფლებას არ დაურიგებია, ეს დაარიგა მეურნეობამ.“ - აცხადებს მაისურაძე.
წიწაკის დარიგებაში სანერგე მეურნეობის როლს კატეგორიულად უარყოფს ამავე მეურნეობის იურისტი სოსო ბაინდურაშვილი. მისი თქმით, წიწაკა სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე არ მოუყვანიათ, არამედ, ერთ-ერთმა დამფუძნებელმა საკუთარ ნაკვეთში მოიყვანა, რომელიც მეურნეობის გვერდით მდებარეობს.
ფოტოზე: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან შპს ,,ახალი ბაღის" დამფუძნებლების შესახებ:

,,დავით რობანიშვილს არ სურს ამ ქველმოქმედების გამო საჯაროდ გამოჩენა. ის უბრალოდ ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია და საკუთარი მოსავალი დაურიგა დევნილებს. წიწაკა თავის კუთვნილ ნაკვეთში მოიყვანა“, - აცხადებს სოსო ბაინდურაშვილი.
რაც შეეხება შპს ,,ახალ ბაღს“, ის 2013 წლის ივლისში დაფუძნდა და იმავე წელს დაფინანსება, სახელმწიფოსგან მიიღო. პატარა გარეჯვარში მაშინდელი პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც იმყოფებოდა და მასშტაბური პროექტის განხორციელება მიულოცა.
დავით რობანიშვილი 2013 წელს ,,ახალი ბაღის“ 50%-იანი წლის მფლობელი იყო, დანარჩენი 20%- იოსებ ფარეხელაშვილს, ხოლო 30% - გოდერძი აკოფაშვილს ეკუთვნოდა. საწარმოში წილების ბოლო ცვლილება 2017 წლის იანვარში განხორციელდა. ამ ცვლილების მიხედვით, 80% მამა-შვილს (რუსეთის მოქალაქეები - ტარიელ და დავით რობანიშვილი) ეკუთვნის, ხოლო დანარჩენი 20%-ი იოსებ ფარეხელაშვილს, ადგილობრივ მკვიდრს. რაც შეეხება კუთვნილ ნაკვეთს, დავით რობანიშვილს 5 ჰა-ზე ოდნავ მეტი ფართობის ნაკვეთი კარალეთის თემში ნამდვილად აქვს, რომელიც 2017 წლის 8 დეკემბერს, წიწაკის დარიგებიდან 3 დღით ადრე შეიძინა.
ფოტოზე: ამონაწერი მიწის ნაკვეთის შეძენის შესახებ, შესყიდულია 2017 წლის 8 დეკემბერს

წიწაკა დევნილებმა 2017 წლის 11 დეკემბერს მიიღეს. მათ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საკუთარი საცხოვრებელი სახლები დატოვეს.
ქვემოთ ფოტოკოლაჟში იხილეთ სანერგე მეურნეობის მიერ მოყვანილი პროდუქტების ამსახველი ფოტოსურათები.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |