Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
სოფელ შავშვებში მარო ჯიოშვილს 100-წლის იუბილე მიულოცეს
დღეს მარო ჯიოშვილი-წკრიალაშვილისა 100-წლის გახდა. ამჟამად, სოფელ შავშვებში ცხოვრობს. ჰყავს შვილიშვილები და შვილთაშვილები. ოთხი შვილიდან ორი მათგანი რუსეთში ცხოვრობს. დიდედის ნახვას ბაშკირეთის მხარეში მცხოვრები შვილთაშვილები წელიწადში ერთხელ ახერხებენ. მარო ჯიოშვილი მათ ჩამოსვლას გაზაფხულისთვის ელოდება.

22-წლის იყო, მეუღლე რომ სამამულო ომში გააცილა. მასთან ერთად სულ ოთხი წელი იცხოვრა. მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს პორტფელში დღემდე ინახავს. ომში გაცილების დღიდან
76 წელი გავიდა.

,,სამამულო ომი რომ დაიწყო, მე 22 წლის ვიყავი, ჩემი ქმარი 24 წლის. წავიდა და სახლში ორი შვილი, ქალ-ვაჟი დამრჩა. მას შემდეგ მოვდივარ და ვეწვალები ცხოვრებას. შრომის გმირის წოდებაც კი, მივიღე,“ - გვითხრა მან. ორი შვილიდან ერთი უკვე დაეღუპა ჰყავს შვილიშვილები და შვილთაშვილები.



1941-45 წლების ომის პერიოდში კოლმეურნეობამ მას საქონლის მოვლა მიანდო.

,,მარტო მე 32 სული საქონელი მომაბარეს. კარგად მოვუარე და გავზარდე. ფრონტზე მიჰქონდათ ხოლმე ჯარისკაცებისთვის.“ - იხსენებს მარო ჯიოშვილი.

ქალ-ვაჟი გაზარდა. ვაჟისგან ოთხი შვილიშვილი ჰყავს, რომელთაგან ორი საქართველოში ცხოვრობს, ორი - რუსეთში, ბაშკირეთის მხარეში. შვილიშვილებიც დაოჯახდნენ. რუსეთში მცხოვრები შვილთაშვილები წელიწადში ერთხელ თუ ახერხებენ შავშვებში ჩასვლას და დიდედის ნახვას.

მარო ჯიოშვილს, დაბადების დღე, სოფელ ხურვალეთში მდებარე ,,სახლი საზღვრების გარეშეს“ ხელმძღვანელმა ლუდმილა სალიამ მიულოცა. ხურვალეთის თავშესაფარში, საახალწლოდ, უამრავი საჩუქარი მიიღეს. ლუდმილა სალიამ საჩუქრების ნაწილი მარო ჯიოშვილისთვის გადაინახა და ტორტით ესტუმრა სახლში:



,,მართალია, ეს ქალბატონი ჩვენი ბენეფიციარი არ არის, მაგრამ როგორც კი, გავიგე მის შესახებ და თან იუბილარი იყო, მაშინვე მისი ნახვა გადავწყვიტე." - ამბობს ლუდმილა სალია. მისი ორგანიზაცია სოფელ ხურვალეთში, სწორედ, მოხუცებს უვლის. სახლში 10 ბენფიციარი ჰყავს, ხოლო შინმოვლის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სოფელში 40-მდე ბენეფიციარი ჰყავს. ამ პროგრამაში მუშაობს დალი დვალიშვილიც, რომელიც შავშვებში სწორედ.

,,მე ვუთხარი ლუდმილას, რომ ჩვენ სოფელში ცხოვრობს ქალი, რომელიც დღეს 100 წლის გახდა. მაშინვე გადავწყვიტეთ მილოცვა." - ამბობს დალი დვალიშვილი. ამჟამად, იგი სახელფასო ანაზღაურების გარეშე მუშაობს, რადგან ხურვალეთის სახლი სექტემბრიდან დაფინანსების გარეშეა.



Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.