Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
,,ცემენტის ბიზნესში" 2 მლნ დოლარის მითვისებისთვის ძებნილი მოქალაქე ბაქოს გადასცეს
აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტრომ 2016 წლის 10 ნოემბერს დააკავა, ბაქოს პროკურატურას
გადასცეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს უზენაეს
სასამართლომ გამოაქვეყნა. ექსტრადიაცია 2017 წლის 18 თებერვლის
გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდა.
საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულს 2 მლნ დოლარი იმ მიზნით გადასცეს, რომ მას ირანიდან აზერბაიჯანში 40 ათასი ტონა კლინკერი უნდა შეეტანა. თანხის გადაცემის შემდეგ, ქვეყნიდან გაუჩინარდა. ,,ცემენტის სკანდალში“ გახვეული ბიზნესმენი ინტერპოლით 2015 წლიდან იძებნებოდა და ბოლოს საქართველოში აღმოჩნდა.
,,აზერბაიჯანის მოქალაემ, ა.ნ-მ ნდობის ბოროტად გამოყენებითა და მოტყუებით, სხვისი ქონების დიდი ოდენობით დაუფლების მიზნით, ა. ა-ი დაარწმუნა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ჩამოიტანდა - 2.000.000 აშშ დოლარის ღირებულების - 40. 000 ტონა კლინკერს (სპეციალური ნედლეული, რომელიც გამოიყენება ცემენტის წარმოებაში) და ყოველთვიურად გადაუხდიდა - 180. 000 აშშ დოლარს. ა. ნ-მ დაარწმუნა ა. ა-ი, რომ იგი დასაქმებული იყო ამ სფეროში და ჩამოტანილ ნედლეულს გამოიყენებდნენ ცემენტის დასამზადებლად ქალაქ ბაქოსთან ახლოს, ქარხანაში.“ - აღნიშნულია აზერბაიჯანის პროკურტურის მიერ საქართველოში გაგზავნილი საექსტრადიციო მასალებში.
ბაქოს პროკურორები ირწმუნებიან, რომ ბრალდებულმა ნაწილ-ნაწილ პირადად მიიღო - 2.000.000 აშშ დოლარი და გაუჩინარდა. ბინაგადინის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა კატეგორიულად მოითხოვეს, რომ დაკავებული არ გადასცემოდა აზერბაიჯანის მთავრობას.
,, ა. ნ-ი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში არის ოპოზიციური პარტიის აქტიური წევრი და დამფინანსებელი, რის გამოც ექსტრადიციის შემთხვევაში იგი გახდება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს მისი სიკვდილი; აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციხეებში უკიდურესად მძიმე ვითარებაა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და არსებობს ციხეში მისი უფლებების შელახვის რისკი; აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ იდევნებიან უფლებადამცველები, ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რასაც ადასტურებს არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშები.“ - აღნიშნეს ადვოკატებმა საჩივარში.
სასამართლომ არ გაიზიარა ადვოკატების მოსაზრება, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იდევნება პოლიტიკური ნიშნით.
,,საქართველოშ პროკურატურამ ვერ მოიძია, ხოლო ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ვერ წარმოადგინეს რაიმე უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ დაედასტურებინათ მითითებული ფაქტის რეალობა, მით უფრო, რომ დაცვის მხარეს ჰქონდა საკმარისი დრო მტკიცებულებათა მოსაპოვებლად და წარმოსადგენად.“ - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |