Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
,,გორის თეატრის ისტორია 1845 წლიდან იწყება" - ამტკიცებს თეატრმცოდნე
გორის თეატრის ისტორია, ნაცვლად 1856 წლისა, 1845 წლიდან უნდა
ავითვალოთ" - ამ განცხადებას თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი აკეთებს,
რომელმაც გორის თეატრის წარმოშობის შესახებ, შეხვედრა გამართა. მან
სპეციალური ბლოგიც დაწერა.
მისი თქმით, გორის თეატრის წარმოშობის თარიღად უნდა დასახელდეს 1845 წლის ივლისი, როდესაც დაიდგა სპექტაკლი: ,,გამოუცდელობა, ანუ პირველი განშორება საყვარელთან"
პიესის ავტორი დიმიტრი მეღვინეთუხუცესისშვილია. წარმოშობით, ის სოფელ ხიდისთავიდანაა, სადაც გიორგი ერისთავი მეუღლის სახლში ცხოვრობდა.
ლაშა ჩხარტიშვილს თავის მოსაზრების გასამყარებლად კიდევ ერთი თეატრმცოდნის, პროფესორ ვასილ კიკნაძის მოსაზრება მოჰყავს:
,,გიორგი ერისთავმა სოფლად შემოიკრიბა თეატრის მოყვარენი, გამორჩეული არტისტული ნიჭიერებით. გიორგი ერისთავმა სტუდიური მუშაობა გააჩაღა სოფელში და მოამზადა დასი პროფესიული თეატრისთვის. ამიტომაც შემთხვევითი არ იყო, რომ პროფესიული თეატრის ფუძემდებლები სწორედ გორიდან იყვნენ, მათ შორის, ნ. გაბუნია, დ. ერისთავი, ზ. ანტონოვი, გ. დვანაძე, დ. მეღვინეთუხუცესიშვილი, გ. ჯაფარიძე. სწორედ, ამ გუნდის ძალისხმევით, სანამ 1850 წელს გიორგი ერისთავის „გაყრას“ წარმოადგენდნენ დედაქალაქში, პირველი წარმოდგენები გამართეს გორში 1845 წლის 11 ივლისსა და 7 აგვისტოს. დაუდგამთ დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის კომედია „გამოუცდელობა, ანუ განშორება საყარელთან“.
სპექტაკლში მონაწილეობა ავტორსაც მიუღია.
თეატრის ისტორიკოსი, პროფესორი ვასილ კიკნაძე წერს: „საერთოდ, როცა წარმოდგენების დადგმის“ შესახებ არ გვაქვს დოკუმენტი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი არ არსებობდა!“
ზოგადად, გორის თეატრის ისტორიის საწყისად 1856 წლის 26 ივლისია მიჩნეული, ამ დღეს დაიდგა სპექტაკლი ,,ძუნწი", ხოლო ,,ქართული თეატრის საწყისად 1850 წლის 14 იანვარია მიჩნეული - სპექტაკლით ,,გაყრა"
ლაშა ჩხარტიშვილი ფიქრობს, რომ საბჭოთა ისტორიოგრაფიის წყალობით, თარიღი დამახინჯებულია, მათ შორის, გორის თეატრის დაარსების შესახებაც.
,,რაც განპირობებულია ჟურნალ „ცისკარში“ გამოქვეყნებული პატარა ინფორმაციით: „წლეულს, მკათათვეში, გორში უთამაშიათ ქართული წამრმოდგენა „ძუნწი“, კომედია ორ მოქმედებად, თავად გიორგი ერისთავისა. სხვა ცნობა წარმოდგენის შესახებ არ არსებობს. იმის გამო, რომ დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის მიერ დადგმული (რაც ფაქტებით დასტურდება) მისივე პიესის პრემიერა არ გაშუქებულა პრესაში, ვფიქრობ, ამის გამო, ისტორიული ფაქტის უგულვებელყოფა არის არაპროფესიონალიზმი და საკითხისადმი არასწორი მიდგომა. ამიტომაც, გორში ინტენსიური სათეატრო ცხოვრება, რომელსაც ადგილობრივები ედგნენ სათავეში იწყება 1845 წლის ივლისიდან იწყება"- აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.
ფოტო მატიანე:
1. ფოტო მარჯვნიდან: მედეა ჯაფარიძე, ფატი ფულარიანი, ნარგიზა სალუქაშვილი

2. სანდრო მირიანაშვილი გორის თეატრში

3. მედეა ჯაფარიძე და გორის თეატრის დასი

4. ფატი ფულარიანი და ოთარ ქუთათელაძე

5. ანზორ გვაძაბია და ფატი ფულარიანი

6. წინა პლანზე - ნარგიზა სალუქაშვილი და ფატი ფულარიანი

7. გორის თეატრის დასი, 1988 წელი

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |