Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
სურამულა და ტილიანა 15 კმ მანძილზე გაიწმინდება
ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარეების: სურამულასა და ტილიანას კალაპოტი 15 კმ მანძილზე გაიწმინდება. ამისათვის, 700 000 ლარი საქართველოს რეგიონალური განვითარების სამინისტრომ გამოყო.

მუნიციპალიტეტების მერებმა შესაბამისი განცხადებები 2018 წლის 10 იანვარს გაგზავნეს და სამინისტრომ მოთხოვნები ერთ კვირაში დააკმაყოფილა.

,,ხაშურის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში: სატივე და ხიდისყური გაედინება მდინარე სურამულა, რომლის შენაკადს სოფელ ხიდისყურთან წარმოადგენს მდინარე ტილიანა. ნალექიანი ამინდების დროს სისტემატიურად ხდება აღნიშნული მდინარეების ადიდება და უმეტეს შემთხვევაში კალაპოტიდან გადმოდინება, აღნიშნულ ფაქტს ადგილი ჰქონდა 2018 წლის 09 იანვარს, რამაც გამოიწვია სოფელ სატივის, ხიდისყურის და გომის მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების, საკარმიდამო და სასოფლო სამეურნეო ნაკვეთების დატბორვა და პირადი ქონების განადგურება. პრევენციულ ღონისძიებების გასატარებლად, საჭიროა უმოკლეს ვადებში განხორციელდეს, მდინარეების კალაპოტების მონაკვეთის, წმენდა-გაფართოების სამუშაოები სოფელ დიდი სატივიდან სოფელ ხიდისყურში არსებული მაღალი ძაბვის ქვესადგურის მიმდებარე ტერიტორიამდე დაახლოებით 4-კმ მანძილზე." - სწერს ხაშურის მერი გიორგი გურასპაშვილი სამინისტროს.

რაც შეეხება ქარელის რაიონს, აქ ადგილობრივი მერი ზაზა გულიაშვილი აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული მდინარეები პრობლემას უქმნის მოხისის, ქვენატკოცისა და ლტოლვილების დასახლებას.



ხაშურისა და ქარელის მერების მონაცემები მთავრობამ გაითვალისწინა და შესაბამისი თანხა კალაპოტების გაწმენდა-გასუფთავებისთვის და დატბორვის საწინააღმდეგო დამბების მოსაწყობად დაიხარჯება.

,,ავარიული უბანი მდებარეობს მდ. სურამულას და მდ. ტილიანას კალაპოტების გასწვრივ სოფ. სატივიდან სოფ.ქვენატკოცამდე (მდ. სურამულას შეერთების ადგილი მდ. ფრონესთან) და მისი სიგრძე შეადგენს დაახლოებით 15 კმ–ს. ამ მონაკვეთზე მდინარის კალაპოტში მიმდინარე აკუმულაციის შედეგად კალაპოტი ამოვსებულია მყარი ნატანით, ზოგიერთ მონაკვეთზე კალაპოტში ამოსულია ბუჩქნარი. ყველაფერი ეს ამცირებს კალაპოტის კვეთს რაც ძლიერი წყალმოვარდნების და წყალდიდობების დროს იწვევს წყლის ნაკადის გადმოსვლას ნაპირებიდან და სოფლების ხიდისყურის, გომის, მოხისის, ქვენატკოცის და ლტოლვილების დასახლების მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთების და საცხოვრებელი სახლების დატბორვას. პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა მდინარის კალაპოტის გაწმენდა–გაფართოება და ამოღებული მასალით ნაპირებზე დატბორვის საწინააღმდეგო დამბების მოწყობა." - აღნიშნულია დასკვნაში.



Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.