Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
გორის კრიზისული ცენტრის მონაცემებით, ქალები ფიზიკურზე მეტად სექსუალურ ძალადობას განიცდიან
გორში ქალთა კრიზისული ცენტრი გაიხსნა. ორგანიზაციის ოფისი წყაროსუბანში მდებარეობს. პრეზენტაცია სულ ცოტა ხნის წინ გაიმართა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დაინტერესდა, კონკრეტულად, რა მიმართულებით იმუშავებს აღნიშნული ცენტრი.

ოფისის ხელმძღვანელი ლამარა შაყულაშვილი წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქალთა ძალადობისგან დაცვის ცენტრს“ ხელმძღვანელობდა. შემდეგ კი, ძალადობის მსხვერპლ ქალთა თავშესაფარს ჩაუდგა სათავეში. ამჯერად, ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროექტის რეგიონული ქსელის კოორდინატორია.

ლამარა შაყულაშვილი ამბობს, რომ  ძალადობის მსხვერპლი ქალები, ძირითადად, სექსუალურ შევიწროებას განიცდიან და ეს ბოლო პერიოდში გამოიკვეთა.



,,როცა პატრულს გადმოყავდა ჩვენთან ქალბატონები, ყველა აღნიშნავდა, რომ არის ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. სამი წლის წინ ყველა ქალბატონი წერდა, რომ იყო ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, არც ერთი წერდა, რომ იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ახლა შეიცვალა სიტუაცია. პატრულიც გაიზარდა პროფესიული თვალსაზრისით, ქალებმაც მიიღეს მეტი ინფორმაცია, ფსიქოლოგი მუშაობს ყველგან და, აქედან გამომდნარე, 100%-დან 90% შემთხვევაში იკვეთება, რომ ქალი არის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ასეთი ქალები ძირითადად ყოფილი ან მოქმედი მეუღლეების მხრიდან აღმოჩნდნენ ძალადობის მსხვერპლნი, ასევე პარტნიორებისგანაც.“ - აცხადებს ლამარა შაყულაშვილი.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი კრიზისულ ცენტრს ისეთმა ქალებმა მიაკითხეს, რომლებმაც პატრული არ გამოიძახეს. ლამარა შაყულაშვილი განმარტავს, რომ ასეთი შემთხვევიც არის.

,,ასევე ჩვენთან არიან ამ წუთში ძალადობის მსხვერპლი ქალები, რომელთაც არ გამოუძახებიათ პატრული, არც სტატუსის დამდგენი კომისიისთვის მიუმართავთ. ამ შემთხვევაში თავის როლს კრიზისული ცენტრი შეასრულებს,“ - ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი. კერძოდ, კრიზისული ცენტრი პრობლემის იდენტიფიცირებისთვის შეიქმნა. იდენტიფიცირების შედეგად დადგინდება, ქალი ძალადობის მსხვერპლია თუ არა; შემდეგ უკვე დახმარებისთვის აუცილებელ საჭიროებების მოფიქრება ხდება.

,,ეს საჭიროებები შესაძლოა იყოს რეაბილიტაცია, რეინტეგრაცია, ფსიქოლოგის დახმარება, ტრავმულ სტრესზე მუშაობა, სოციალური დახმარება და, სხვათა შორის, გათვალისწინებულია სამედიცინო დახმარება. სამედიცინო დახმარება გვაქვს დაახლოებით 300 ლარამდე. ამ სერვისებით მომსახურება ქალებს ამ კრიზისულ ცენტრში შეუძლიათ“. - ამბობს ლამარა შაყულაშვილი.

თუ რომელიმე ქალი თავშესაფარში გადაყვანას საჭიროებს, ამას კრიზისული ცენტრის მომსახურე პერსონალი გადაწყვეტს, თუ არა და, დღის ცენტრის მომსახურებას მიიღებს.

,,ის ქალბატონები, ვისაც სურს, რომ ღამის მომსახურება, ძალიან ცოტა ხნით, მიიღოს, დახმარებას თბილისის სადღეღამისო მომსახურების კრიზისულ ცენტრში მიიღებენ.“ - განმარტავს ლამარა შაყულაშვილი.

რაც შეეხება გრძელვადიან მომსახურებას, გორში ოჯახში ძალადობის მქონე ქალებისთვის თავშესაფარი არსებობს, სადაც ქალებს შეუძლიათ 24 საათის განმავლობაში 6-დან 9 თვის ვადაში მიიღონ სხადასხვა სახის მომსახურება.

,,ამ თავშესაფარში მოსვლა შეუძლიათ, მხოლოდ, პატრულის მიერ გამოწერილი შემაკავებელი ოქმი საფუძველზე, სასამართლოს/მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომ ქალი ნამდვილად არის ძალადობის მსხვერპლი, ან როდესაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული 126 პრიმა მუხლის ნაწილით. ასევე, სტატუსის დამდგენი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მიანიჭებს ქალებს სტატუსს, ასეთი კომისია მუშაობს თბილისში. ასევე არიან ქალბატონებიც, რომელთაც განიცადეს ძალადობა 10 წლის წინ, მაგრამ ის ტრავმა (ფსიქოლოგიური) გამოყვათ დღემდე.“ - განმარტავს ლამარა შაყულაშვილი.

გარდა იმისა, რომ კრიზისული ცენტრი ძალადობის მსხვერპლ ქალებს მოძალადისგან დაიცავს, ამავე დროს, დასაქმების ხელშემწყობასაც სთავაზობს. ლამარა შაყულაშვილის თქმით, ქალთა თავშესაფარს ურთიერთობა მცირე მეწარმეებთანაც აქვს. არის მაგალითები, როდესაც ქალები ძირითადად კერძო კვების ობიექტებზე ან საცხობებში დასაქმებდნენ.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.