Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
სამწევრისელი ზაურ ნონაშვილის ნაამბობი თანასოფლელების გასახლების შესახებ
სოფელ სამწევრისში მცხოვრები, 80-წლის ზაურ ნონაშვილი ბავშვობის პერიოდის იმ ამბებს იხსენებს, როდესაც მისი ნათესავები სოფლიდან გაასახლეს.

ჩრდილელების გვარი ქარელის რაიონის უძველეს სოფელში თავად-აზნაურთა ოჯახს მიეკუთვნებოდა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ისინი ბოლშევიკებისთვის, განსაკუთრებით კი, ადგილობრივი საზოგადოებისთვის მიუღებლები აღმოჩდნენ. ზაურ ნონაშვილი ამბობს, რომ მთავრობასთან დაახლოებულმა პირებმა მის ნათესავებს სახლ-კარი გაუნადგურეს.

,,ამას ძირითადად თანასოფლელები უწყობდნენ ხელს. ჩრდილელები ჩემი ნათესავები იყვნენ. დეიდაჩემი იყო გათხოვილი მათ ოჯახში. იძულებულები გახდნენ წასულიყვნენ სოფლიდან და დედაქალაქში გადავიდნენ საცხოვრებლად“ - ამბობს ზაურ ნონაშვილი.

ასევე ამბობს, რომ ბოლშევიკები უმეტესად მენშევიკურ მთავრობასთან დაახლოებულ პირებს ერჩოდნენ:

,,რეპრესიებში მონაწილეობას სხვადასხვა ეროვნების ადამიანებიც იღებდნენ. მათ წითელგვარდიელებს ეძახდნენ. ამ სოფლიდან ჩრდილელების გარდა, საამიშვილებიც გარეკეს. საამიშვილების შთამომავლები ამჟამად გორში ცხოვრობენ და ვიცნობ მათაც“ - ამბობს ზაურ ნონაშვილი.



სოფლიდან გადახვეწილმა ჩრდილელებმა დედაქალაქში ცხოვრება გააგრძელეს. მიუხედავად იმისა, რომ 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყების შემდეგ, რეპრესიები კიდევ უფრო გაძლიერდა, ზაურ ნონაშვილის დეიდაშვილებმა ცხოვრება გააგრძელეს. 1924 წელს დახვრიტეს მენშევიკური მთავრობის გვარდიის ერთ-ერთი ლეიტენანტი, 29 წლის დიმიტრი ჩრდილელი.

,,კი გარეკეს სოფლიდან ჩემი ნათესავები, მაგრამ თბილისში მაინც გააგრძელეს ცხოვრება. სულ ნასწავლი ხალხი იყო. აქ კიდევ უსწავლელი ხალხი დარჩა. ერთი ჩემი ნათესავი მილიციის უფროსი გახდა. მეორე დეიდაშვილი კი, შემდეგში ცნობილი ექიმი გახდა,“ - იხსენებს სოფლის უხუცესი.

ზაურ ნონაშვილი სოფლის ცენტრში ცხოვრობს. მისი საცხოვრებელი სახლი ციციშვილების საგვარეულო ციხე-სიმაგრიდან ხელისგულივით ჩანს. ბავშვობიდან ამ ციხე-სიმაგრეში ყოფნა უყვარს.

,,მთელი ბავშვობა აქ გავატარე. ამ ეკლესიაში კომუნისტებს საწყობი ჰქონდათ. შაქარი მოჰქონდათ ხოლმე და ინახავდნენ. ერთხელ გაძარცხვეს ეს საწყობი. რუისელები იყვნენ. თანამონაწილედ დარაჯი გაიყვანეს. მხოლოდ ის დარაჯი დააკავეს. წლები რომ გავიდა, ერთ-ერთმა რუისელმა მითხრა, რომ ახალგაზრდობაში ეს საწყობი გაუქურდავს. ბაქოში წაუღიათ გასაყიდად. იმ პერიოდში დიდი ფასი ჰქონდა შაქარს,“ - ყვება ზაურ ნონაშვილი.

სოფელი სამწევრისი ქარელის რაიონში მდებარეობს. მუნიციპალიტეტის ცენტრშიდან 5-8 კმ-ითაა დაშორებული.
აქ მდებარეობს ციციშვილების საგვარეულო ციხე-სიმაგრე, რომელშიც ამჟამად დედათა მონასტერია განთავსებული. სოფლის თავზე კი, მე-7 საუკუნის ეკლესიაა (ჯვარი) აღმართული, უძველესი ქართული წარწერით.




Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.